in

Victoria’s Secret – „ანგელოზთა” ბრენდის ისტორია

ეს ისტორია რიგითი მომხმარებლის ცუდი გამოცდილებით დაიწყო. როი რეიმონდი ცოლისთვის საჩუქრის საყიდლად ქალის საცვლების მაღაზიაში შევიდა, თუმცა იქაური მომსახურებით უკმაყოფილო დარჩა. მან გადაწყვიტა, გაეხსნა ისეთი მაღაზია, რომელიც ქალის თეთრეულს გაყიდდა, მაგრამ მორგებული იქნებოდა კაცებზე, რათა მათ თავი კომფორტულად ეგრძნოთ და მოსახერხებელი სერვისი მიეღოთ.

istoriebi
istoriebi

დასაწყისი 

ცუდმა გამოცდილებამ აიძულა იგი, შეესწავლა ქალის თეთრეულის ბაზარი მომდევნო რვა წლის განმავლობაში და საბოლოოდ, 1977 წლის 12 ივნისს დაიბადა Victoria’s Secret. რეიმონდმა 80 000 აშშ დოლარის სესხი აიღო. ნახევარი მან ოჯახისგან ისესხა, დანარჩენი კი ბანკიდან. 

ბრენდმა თავისი პირველი მაღაზია სტენფორდის სავაჭრო ცენტრში გახსნა, კალიფორნიაში. ბრენდის სახელწოდება იყო ირიბი მითითება დედოფალ ვიქტორიაზე და ,,ვიქტორიანული ეპოქის” დახვეწაზე.

იმ დროს, როდესაც Victoria’s Secret გამოჩნდა, აშშ-ს საცვლების ბაზარზე დომინირებდა პრაქტიკული თეთრეული, რომელიც ხშირად სამცალიანი შეფუთვით იყიდებოდა უნივერმაღებში იმ დროის წამყვანი ბრენდების მიერ, როგორებიცაა: Jockey, Hanes და Fruit of the Loom. ნიშური პროდუქტები, როგორებიცაა მაღალი კლასის თეთრეულის ნივთები, მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიებში იშოვებოდა.

პირველი წარმატება

წარმოების პირველ წელს ბრენდის მთლიანი შემოსავალი 500,000 აშშ დოლარი იყო. ამ თანხით მან დააფინანსა გაფართოება, რადგან ბიზნესი გაიზარდა და დაემატა ოთხი ახალი ლოკაცია, ასევე ფოსტით შეკვეთის ფუნქცია. 

ამის გარდა, მან შექმნა Victoria’s Secret-ის ცნობილი კატალოგი. 1982 წლის აპრილისთვის ბრენდი აფიქსირებდა 7 მილიონ აშშ დოლარს წლიურ გაყიდვებში, როგორც კატალოგების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის 55%-ით, ისე საცვლების გაყიდვით, თუმცა მისი საქმე არც ისე კარგად მიდიოდა და ნელ-ნელა კომპანიამ გაკოტრება დაიწყო. 

ახალი მფლობელი

იმ პერიოდში Limited Brands-ის დამფუძნებელი, ლესლი ვექსნერი, ბიზნესის სამყაროს ამომავალი ვარსკვლავი იყო  და შთამბეჭდავი იმპერია ააშენა. 1982 წლის ივნისისთვის L-Brands ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის სიაში მოხვდა. ერთი თვის შემდეგ კომპანიამ Victoria’s Secret-ის ექვსი მაღაზია და მისი კატალოგი სულ 1 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა.

ვექსნერის ხელმძღვანელობით, ბრენდი აყვავდა, რადგან მან ყურადღება გაამახვილა ქალებზე ორიენტირებული მაღაზიის შექმნაზე. თეთრეულის ევროპული ბაზრის ესთეტიკის შემოტანის განზრახვით, ვექსნერმა დაიწყო ძალიან მაღალი დონის ევროპული ბრენდის La Perla-ს ხელმისაწვდომი ვერსიის შექმნა.

ვექსნერის სტრატეგია დაეხმარა ბრენდს, გამხდარიყო თეთრეულის უმსხვილესი საცალო მოვაჭრე აშშ-ში 1990-იანი წლების დასაწყისისთვის. ბრენდმა გააფართოვა ბიზნესი 350 მაღაზიით და დააფიქსირა წლიური გაყიდვები 1 მილიარდ დოლარზე მეტი.

90-იანი წლები

ეს ბრენდის რეპუტაციისა და იმიჯის გამყარების ათწლეული იყო. კომპანიამ ასევე გააფართოვა პროდუქტის ასორტიმენტი 1991 წელს სუნამოების ხაზის გამოშვებით, რასაც მოჰყვა კოსმეტიკური საშუალებების გამოშვება 1998 წელს. 

1995 წელს დაიწყო Victoria’s Secret-ის ცნობილი ყოველწლიური ჩვენება, რომელსაც ხელმძღვანელობდა კომპანიის მარკეტინგის დირექტორი, ედ რაზეკი. 1997 წელს ჩამოყალიბდა Victoria’s Secret-ის „ანგელოზის” კონცეფცია, რომელიც შემდეგ საკულტო სტილი გახდა. იმ დღიდან მოდელები ანგელოზის ფრთებით კომპანიის ყოველწლიურ მოდის ჩვენებაზე გამოდიან. ეს ჩვენება გახდა კომპანიის იმიჯის საყრდენი მომდევნო 23 წლის განმავლობაში, რამაც მისი, როგორც ბრენდის კულტი შექმნა.

21-ე საუკუნე

ახალ ერასთან ერთად Victoria’s Secret Direct for Catalog-ის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა შარენ ჯესტერ ტურნიმ დაიწყო კატალოგის გამოსახულების რედიზაინი. ამ ცვლილებამ სასარგებლოდ იმოქმედა გაყიდვებზე და აშშ-ში ბრენდის მაღაზიების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. ამ რაოდენობით ის ინტიმური ტანსაცმლის ინდუსტრიის მთლიანი გაყიდვების თითქმის მესამედს შეადგენს. 

2006 წელს, როცა აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია ტურნიმ დაიკავა, ბრენდის გაყიდვები 70%-ით გაიზარდა და 7,7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. 

წარმატებისთვის ბრძოლის გზაზე ბრენდმა საკმაოდ დიდი გზა გაიარა. რამდენჯერმე გამოიცვალა მენეჯმენტი, შეცვალა სტრატეგია და შექმნა განახლებული კოლექციები. დღეისათვის Victoria’s Secret ასოცირდება გლამურულ, უმაღლესი ხარისხის თეთრეულის ბრენდთან, რომელმაც მრავალ ტოპ მოდელს გაუხსნა გზა წარმატებისკენ.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

თბილისში „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი სააკაძის მოედანზე გაიხსნა!

ChatGPT-იმ Black Mirror-ის ეპიზოდის სცენარი დაწერა