in

Victorinox – შვეიცარიული დანების საუკუნოვანი ისტორია

როდესაც შვეიცარულ დანებსა და მათ ხარისხზე ვსაუბრობთ, პირველი Victorinox გვახსენდება. ესაა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საუკუნოვანი ბრენდი, რომელიც დღემდე ინარჩუნებს სანდოობას. Victorinox დღეში 60,000 ჯიბის დანას აწარმოებს. საერთო ჯამში, 500 მილიონზე მეტი დანა აქვს წარმოებული. ჯიბის დანების გარდა, დღესდღეობით, კომპანია აწარმოებს მაჯის საათებსა და სამოგზაურო ჩანთებს. მას მთელი მსოფლიოს გარშემო იცნობენ.

ბრენდის ისტორია 1884 წელს წლის წინ დაიწყო, როდესაც ქუდების მკერავ ბალთაზარ ელსენერ-ოტის ვაჟი კარლ ელსენერი, დანების ოსტატობის დაუფლების შემდეგ, სახლში დაბრუნდა. იმ დროისათვის, ევროპაში ინდუსტრიული რევოლუცია მიმდინარეობდა. დედის, ვიქტორიას დახმარებით, კარლ ელსენერმა იბახში სუფრის ნაკრების პატარა საწარმო გახსნა. დიდი ამბიცია ჰქონდა, სურდა მსხვილი ბიზნესმენი გამხდარიყო. თავის საწარმოში დანების ოსტატები ჩამოჰყავდა და ადგილობრივებსაც ასწავლიდა ამ ხელობას.

საწარმოო ძალებით, თავისი და მიმდებარე რეგიონების საავადმყოფოებისთვის ქირურგიულ მოწყობილობებს აწარმოებდა.

ამ ყველაფრის ფონზე, მაღალი იყო მოსახლეობის გადინება ქვეყნიდან. ბევრი ახალგაზრდა ფერმერი ამერიკაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში მიდიოდა. ემიგრაციის ტემპის შესანელებლად და ამ სურათის შესაცვლელად, კარლ ელსვენერმა ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე დაიწყო ზრუნვა.

ამ მიზნით, მან შვეიცარელი ოსტატების ასოციაცია Association of Swiss Master Cutlers დააფუძნა. ამგვარად, დანების სხვადასხვა ადგილას წარმოების შესაძლებლობა გაჩნდა. ნაწილებს სხვადასხვა ადგილას ქმნიდნენ, შემდეგ ცენტრალურ საწარმოში გზავნიდნენ ასაწყობად. 1880-იანი წლების ბოლოს, შვეიცარიამ თავისი ჯარისკაცებისთვის ჯიბის დანების უზრუნველყოფა გადაწყვიტა. არმიას თავისი მოთხოვნები ჰქონდა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო პროდუქტი, ამ დანით უნდა შეძლებოდათ კონსერვების გახსნა, იარაღის დაშლა და სხვა. იმ დროისათვის, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება არცერთ ადგილობრივ კომპანიას არ შეეძლო, ამიტომ გერმანულ კომპანიას დაუკვეთეს. ნაციონალისტ კარლ ელსენერს არ მოსწონდა აზრი, რომ სამხედრო პროდუქტი ქვეყნის გარეთ მზადდებოდა. 1891 წელს, კარლ ელსენერმა დადო კონტრაქტი, რომლის ფარგლებშიც ეს პროდუქტი შვეიცარიაში დამზადდებოდა.

საინტერესოა თავად სახელწოდების წარმომავლობაც. Victor – დედის სახელს უკავშირდება, inox კი უჟანგავ ფოლადს ნიშნავს. კარლ ელსენერის მემკვიდრეობა მისმა შთამომავლობამ გადაიბარა და ეტაპობრივად, გლობალურ კომპანიად ჩამოყალიბდა.

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.

როგორ ემზადება თანამედროვე ფერმერი დიდი შემოდგომისთვის? — ინტერვიუ მიხეილ ქურხულთან

აპლიკაციები, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების მართვაში გვეხმარება