სონიმ PlayStation-ის მხატვრული რეკლამა გადაიღო, რომელშიც ნიუ-იორკ სითი ბალეტის მოცეკვავეები მონაწილეობენ.
სარეკლამო კამპანია სააგენტო Bartle Bogle Hegarty-მ შეიმუშავა. The World’s Greatest Victory Dance რამოდენიმე ვიდეო-რგოლისგან შედგება. რეკლამაში მოცეკვავეების ჯგუფი გამარჯვების ცეკვას გვასწავლის. ვიდეო თამაშების ჟანრიდან გამომდინარე ცეკვებიც სხვადასხვაა: სპორტული, კოსმიური, საბრძოლო და სხვა… ყოველი ვიდეო ბალეტის კლასიკური მოძრაობებისგან იწყება და შემდეგ ცეკვაც ჟანრის მიხედვით ვითარდება.
კრეატორების ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ვიდეოს დახმარებით მეგობრებმა ერთმანეთს შეახსენონ წაგებული თამაშის შესახებ და ახალ მოგებას ცეკვით შეხვდნენ.
ვიდეო “Touchdown” რეგბში გამარჯვებაზეა
http://youtu.be/qS6pyWAW79k
ვიდეო “Money” ბანკის გაძარცვაზე
http://youtu.be/5GxTV5tLTYM
ვიდეო “Laser” ორ მოთამაშეზეა, რომლებიც ერთმანეთს ლაზერებით ებრძვიან
http://youtu.be/Y4v1-6cWacU
ვიდეო “Grеnade” ფეთქებადი საშუალებებით დამარცხებულ მოწინააღმდეგეზეა.
http://youtu.be/rhXc6i15gwA
ვიდეო “Goal” ყველასთვის საყვარელ ფეხბურთის თამაშზეა
http://youtu.be/n_QtQ53IQiE
ვიდეო “Dunk” კალათბურთზე
http://youtu.be/uvxqJtR4qFo











