28
Dec
2019

აშშ-ში საზღვაო ტერიტორიებს ეროვნული ძეგლის სტატუსი მიანიჭეს

28 Dec 2019

ამერიკაში, საზღვაო ტერიტორიებს ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა – გადაწყვეტილება აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ მიიღო.

უფრო კონკრეტულად კი, ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს იგივე დადგენილება – კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლომ განიხილა თევზჭერის ინდუსტრიის წარმომადგენელთა სარჩელი – ამ სფეროში მოღვაწე კომპანიებს სურდათ, ბათილად ეცნოთ პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს, Northeast Canyons და Seamounts Marine National Monument-ის დაცულ ტერიტორიად გამოცხადება, რომელიც თავის მხრივ 1906 წლის დადგენილებას ეფუძნებოდა.  აღსანიშნავია, რომ ეს ტერიტორია ატლანტის ოკეანის 4,913 მილს (7907 კმ) მოიცავს.

ამ პროცესებში ჩართულები იყვნენ გარემოს დამცველთა ისეთი ჯგუფები, როგორებიცაა: Natural Resources Defense Council (NRDC) და Conservation Law Foundation (CLF). მათი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება მისასალმებელია.

„დღევანდელი დღე არის ჩვენი ოკეანეებისა და საზღვაო ტერიტორიის ეროვნული ძეგლის სტატუსის მქონე ერთადერთი ტერიტორიის (ატლანტიკის ოკეანის ტერიტორია) გამარჯვება. ეს გადაწყვეტილება მეცნიერულად ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტერიტორიას ისეთი დესტრუქციული საქმიანობებისგან დაიცავს, როგორიც არის ნავთობის მოპოვება და სამრეწველო თევზჭერა“ – განაცხადა CLF-ის უფროსმა მრჩეველმა პიტერ შელემ. 

სტატია მომზადებულია CENN-თან პარტნიორობის ფარგლებში 

განხილვა