in

ვიდეო ფონები სოციალური მედიის სთორებისთვის, აუდიტორიის ყურადღების მისაპყრობად

დღეს, ყველა დებს სთორებს, თუმცა, როგორ ვუბიძგოთ გამომწერები, რომ არ „ჩასქროლონ“ და ყურადღებით დაათვალიერონ ჩვენი სთორები? ვფიქრობთ, ანიმაციური ვიდეო ადვილად მიიზიდავს თვალს და თქვენი გზავნილის გავრცელებაში დაგეხმარებათ. ამ სტატიაში მოცემულია ფონის რამდენიმე ვარიანტი, რომლებიც თქვენს სთორებს ესთეტიკურ ეფექტს მისცემს.

ვარდისფერი ანიმაციური ვერტიკალური ვიდეოები

ეს ვარდისფერი ანიმაციური ვერტიკალური ვიდეოები Content Factory-მა შექმნა, რათა მეტი ისეთი კონტენტის შექმნაში დაგეხმაროთ, რომელიც ადამიანებს სქროლვის დროს, ყურადღების შეჩერებაში დაეხმარებათ. ეს ნაკრები შეიცავს 7 ვარდისფერ ვერტიკალურ ვიდეოს, მათ შორისაა 3 ანიმაციური გრადიენტი, ანიმაციური ფერების ერთი და პატერნის მოძრაობის სამი ვიდეო. ეს ვიდეო ფონი შეიძლება გამოიყენოთ სოციალური მედიის საჭიროებების ფართო სპექტრისთვის – ასე რომ, შეარჩიეთ რაიმე ნათელი და ბედნიერი გზავნილისთვის, რომელსაც დამატებითი ფერებით სჭირდება გამდიდრება.

ყვავილებიანი ჩარჩოები

თუ ბუნება გინდათ წარმოაჩინოთ, მაშინ ვიდეო ფონის ეს ნაკრები ცადეთ – Flora Frames. ყვავილების ფოტო-ჩარჩოების ეს მოოზრდილი პაკეტი მოიცავს 30 ჰორიზონტალურ ვიზუალს, 30 ვერტიკალურ ჩარჩოს სპეციალურად მოთხრობებისთვის, 60 ორიგინალური მაღალი რეზოლუციის ფოტოს, 28 ანიმაციურ კვადრატულ და 28 ანიმაციურ ჩარჩოს. როცა გინდათ, რომ ადამიანებში აღძრათ რაღაც მსუბუქი და სასიამოვნო, ან შეახსენოთ ხალხს, რომ გაზაფხული მოდის, ეს მშვენიერი არჩევანია.

Insta Background Pack 02

არის გრადიენტური ფონების ნაკრები, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ ბეჭდვისას ან სოციალურ მედიაში. პაკეტს აქვს 150 ფოტო. ასევე, ის შეიცავს ანიმაციურ ფონს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ინსტაგრამის სთორებსა თუ პოსტებში, ვერტიკალური და კვადრატული ფორმატით. ვიდეო ფონების ეს მარტივი პაკეტი არის დახვეწილი გზა, რომ შემოიტანოთ გარკვეული ფერი თქვენს Instagram-ის სთორებში ისე, რომ მოუხდინოთ ნებისმიერი კონტენტი, რომლის დამატებასაც აპირებთ.

ნაკრები “Coach”

ესაა ვიდეო ნაკრები 30-ზე მეტი ვიდეოთი და ფოტოთი, რომელსაც შეუძლია გაახალისოს ნებისმიერი სოციალური პოსტი ისე, რომ კონტენტის განლაგება რჩება მიმზიდველი და უნიკალური. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ Instagram-ზე, Pinterest-ზე ან TikTok-ზე, შემდეგ დაამატოთ ტექსტი მზა რეკლამის ან პოსტების შესაქმნელად. თუ გსურთ ფონის შემდგომი შეცვლა, შეგიძლიათ გამოიყენოთ Photoshop. არსებობს ზუსტი ინსტრუქციებიც, რათა დაგეხმაროთ ფონი ზუსტად ისე გამოიყურებოდეს, როგორც გსურთ.

ნაკრები ვლოგერებისთვის

თუ თქვენ ეძებთ გრაფიკულ ნაკრებს, რომელიც დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ თქვენი სთორის ფონი, ცადეთ ეს ნაკრები Working Womxn-ისგან. ის მოიცავს გრაფიკული დეტალების ფართო სპექტრს, მათ შორის ანიმაციური ემოციები, pop-up-ები, ფონი, ნომრები ჩამონათვალისთვის, ჩარჩოები ტექსტებისთვის, ფილმებისთვის და ა.შ. თანდართული ფაილებია .GIF და .PNG. ნაკრები თავსებადია Premiere Pro-სთან, Media Composer-თან, After Effects-თან და Final Cut Pro-თან, იმ შემთხვევაში, თუ მათ რედაქტირებას დააპირებთ.

საზაფხულო თემატიკა

Duet Atelier-მა საზაფხულო თემატიკის ნაკრები შექმნა. ასე რომ, ზაფხულის სთორების გახალისება უკვე მისი საშუალებითაც შეგიძლიატ. ნაკრები მოიცავს წინასწარ ჩაწერილ 10 ვიდეოს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ Instagram-ზე ან TikTok-ზე. ასევე, რედაქტირება შეგიძლიათ Canva-შიც. ფაილები არის .MOV და .MP4 ფორმატში.

Garden Rose

თუკი სთორებისთვის რომანტიკული დატვირთვის მიცემა გსურთ, Garden Rose-ის ვიდეოებს გადახედეთ. ის მოიცავს 12 მზა ვიდეოს, სადაც ვარდები მხატვრულადაა წარმოდგენილი. ვიდეოები .MOV ან .MP4 ფორმატშია.

IRID- ანიმაციური გრადიენტების ფონი

ეს ანიმაციური გრადიენტური ფონი არის Loop ტიპის. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ისინი თქვენთვის საჭირო ნებისმიერი სიგრძის ვიდეოსთვის. ვიზუალებს აქვე რეტრო სტილი და სთორებისთვის დასამახსოვრებელი ესთეტიკა. თითოეული ვიდეო არის 30 წამის სიგრძის, განმეორებადი, მაღალი რეზოლუციის, მცირე ზომის, ოპტიმიზირებულია ვებისა და Canva-სთვის. ასევე, არის შაბლონები, რითაც სხვა დიზაინის ელემენტებთან შეგიძლიათ დააკავშიროთ.

გრადიენტული ვერტიკალური ვიდეო

მრავალფეროვანი გრადიენტული ფონები კონტენტის შექმნაში დაგეხმარებათ, თავისი 15-წამიანი ვიდეო ნაკრებით. აქ შეგიძლიათ მოძებნოთ ვარდისფერი, მწვანე, ლურჯი, მეწამული და სხვა ფერის გრადიენტები.

აბსტრაქტული ანიმაციები

თუ ეძებთ სტოკ სთორებს თქვენი ინსტაგრამისთვის, ana & yvy-ის ეს ნამუშევარი გამოგადგებათ. აბსტრაქტული დუდლი დახვეწილ ფერთა პალიტრას განსაკუთრებულ მიმზიდველობას სძენს. შეგიძლიათ დაამატოთ ტექსტი და მიმზიდველი სთორი გამოაცხოთ.

 

წყარო: creativemarket

ნახეთ: ერთ ფოტოში მოქცეული 3 მილიარდზე მეტი ვარსკვლავი

Dirty Laundry ძალადობის მსხვერპლი ქალების ხმას აჟღერებს