in

ვიდეო და აუდიო მიმოხილვა თქვენი ბრენდის ჰუმანიზაციისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია

ბაზარს სიცოცხლეს ანიჭებს მისი მომხმარებლის ხმა. მომხმარებელთა გადაწყვეტილების მიღებისა და ბრენდის შექმნის პროცესში მიმოხილვებს აუცილებელი ფუნქცია აქვს. 

Propel არის რევოლუციური ინსტრუმენტი ბიზნესისთვის, რომლის საშუალებითაც ბრენდებს შეუძლიათ თავიანთი პროდუქციისა და მომსახურების ჩვენება ვიდეო და აუდიო მიმოხილვების მეშვეობით. გადაწყვეტა, რომელსაც Propel ეფუძნება, მიმართულია, რომ დაეხმაროს ბიზნესს მეტ მომხმარებლამდე ხმის მიწვდენასა და გაყიდვების გაზრდაში. 

ვიდეო კონტენტი ამჟამად დიდი სენსაციაა ბაზარზე. მისი მოხმარების სიხშირე იმ დონემდე მივიდა, რომ ონლაინ კონტენტის მომხმარებელთა 69% უპირატესობას ვიდეოს ანიჭებს. პოპულარობა კი იმით მოიპოვა, რომ აკლია მოსაზრებებში უხეშად ჩარევის ელემენტი. 

2023 წელიც ისეთივე დატვირთულ წლად მოიაზრება ამ მიმართულებით, როგორც 2022. ვიდეომიმოხილვები ისევ აქტუალური იქნება პოტენციურ მომხმარებელთა მოსაზიდად და არსებულთა ჩართულობისთვის. ასევე ნდობისა და ლოიალობის ჩამოყალიბებაში. ვარაუდობენ, რომ ტექნოლოგიის მომავალი მიღწევებით, ვიდეომიმოხილვები კიდევ უფრო პოპულარული და მნიშვნელოვანი გახდება მომდევნო წლებში.

ვიდეო და აუდიო მიმოხილვები ქმნის ბრენდსა და მომხმარებელს შორის ემოციურ კავშირს, რომელიც თავისი ხილვადობისა და სასაუბრო ტონის გამო მეტად მოსწონთ ადამიანებს. იმის ცოდნა, რომ გაკეთებული განცხადებები რეალურია და გაჟღერებულია რეალური ადამიანის მიერ, რომელიც ვიდეოში ჩანს, პროდუქტისა თუ იმ თემის სანდოობას ამძაფრებს, რაზეც ვიდეოშია საუბარი. კავშირი კი ჩართულობას წარმოქმნის.

ვიდეომიმოხილვები ასევე შესანიშნავი გზაა კლიენტებთან ურთიერთობის დასამყარებლად. კომპანიებს შეუძლიათ გამოიყენონ ეს მიმოხილვები, როგორც პლატფორმა, რათა აჩვენონ მომხმარებლებს, რომ აფასებენ მათ გამოხმაურებას და სურთ სერვისის გაუმჯობესება. 

მიმოხილვები ასევე მნიშვნელოვანი ბლოკია ბრენდის მარკეტინგისა და რეპუტაციის დასამენეჯმენტებლად. ის კარგად გვიჩვენებს რეალობას. მომხმარებელს რეკლამის წაკითხვასა და მოსმენას ვიდეომიმოხილვების ყურება ურჩევნია, რადგან ისინი საჭირო რესურსს წარმოადგენს მისთვის, თუ პროდუქტის უკან მიბრუნება ან თანხის დაბრუნება დასჭირდა.

Propel-ის გამოყენებით შექმნილი მიმოხილვები შეიძლება გაუზიაროთ მომხმარებლებსა და პოტენციურ კლიენტებს ბრენდის პოპულარიზაციისთვის, პროდუქციის ან მომსახურების ხარისხის დემონსტრირებისთვის. ამ ინსტრუმენტს აქვს ანალიტიკა და რევიუების განყოფილება, რაც საშუალებას აძლევს ბიზნესს, შეაფასოს მომხმარებელთა ჩართულობა. ამ პლატფორმის მისია ბრენდების დახმარებაა, რომ მათ მომხმარებელთა ბაზის უკეთ შეცნობა და ამის საფუძველზე სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება შეძლონ.

ნახეთ: ილუსტრაციები დროის სვლაზე

როგორ ქმნიდნენ არტისტები TikTok-ისთვის ვირუსულ კონტენტს, 2022 წელს?