ამბავი ასეთია — დედამიწის ზედაპირის ქვეშ არსებული ინფორმაციების გამოყენებით გვაჩვენეს, როგორ გადაადგილდებოდა ქანები ბოლო 1.8 მილიარდი წლის განმავლობაში. როგორც ამბობენ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა დედამიწის გეოლოგიური ჩანაწერები მსგავსად გამოიყენეს და საშუალება მოგვცეს, გარკვეული წარმოდგენა შეგვქმნოდა მისი ისტორიის ბოლო 40%-ზე მაინც…
ყველასთვის ნაცნობი მსოფლიო რუკით იწყება, შემდგომ ინდოეთი სამხრეთით იწყებს მოძრაობას, რასაც მიჰყვება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ნაწილებიც, რადგან სამხრეთ ნახევარსფეროში გონდვანას კონტინენტი ყალიბდება. დაახლოებით 200 მილიონი წლის წინ, როცა დედამიწაზე დინოზავრები ცხოვრობდნენ, გონდვანა ჩრდილოეთ ამერიკას, ევროპასა და ჩრდილოეთ აზიას დაუკავშირდა და სუპერკონტინენტი პანგეა შემოგვთავაზა.
ცვლილებებს ძველ დროშიც მივყავართ, როცა პანგეა და გონდვანა თავად ჩამოყალიბდა ძველი ქანების შეჯახების შედეგად, მანამდე კი გვაჩვენებენ როდინიას სუპერკონტინენტის შექმნას. კიდევ უკან მივდივართ და უფრო ძველ სუპერკონტინენტ Nuna-ს ვხედავთ, რომელიც 1.35 მილიარდი წლის წინ არსებობდა.
პლანეტის ქანების ტექტონიკის რუკის შედგენა პირველი ნაბიჯია დედამიწის ისტორიის სრულად ციფრული მოდელის შექმნისკენ. ეს მოდელი საშუალებას მოგვცემს, გამოვცადოთ დედამიწის წარსულის შესახებ არსებული ჰიპოთეზები.
თანაც მეცნიერები ხაზს უსვამენ იმაზე, რომ ეს დედამიწის 1.8-მილიარდწლიანი რუკის შედგენის პირველი მცდელობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ ბევრი სვლა მოჰყვება და ერთ დღესაც სრულად გავიგებთ ჩვენი პლანეტის ისტორიის შესახებ…