in

სოფლის ამბები ვიდეოდღიურებად – „სახლი მადათოვზე“ რეცეპტების მოძიებას აგრძელებს

„ბებერი ქალი ვარ მე, ჩემ ნებაზე ლობიო პარკი უნდა მოვკრიფო, ჩემ ყანაში, ტარო უნდა მოვტეხო, კვახი უნდა მოვწყვიტო. სად წევიდე, ეს რო არ გავაკეთო. მე უფრო ჭკვიანი ვარ, თუ ისინი?! გააკეთე ყველაფერი და… გოჭიც ქე ვიყიდე, პატარა იქნება თუ დიდი შემიყოლიებს, მთაში თუ არ წევედი, მაგრამ არ დამაყენებენ აქანა. ნინომ მითხრა, არაო დედა, შენ აქანა ვეღარ გაგაჩერებ, ტყუილი არიო“ – რაჭა, სოფელი უყეში.

BOG
BOG

[fbvideo link=”https://www.facebook.com/251969525230913/videos/361605237600674/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1”]

რესტორნის „სახლი მადათოვზე“ გუნდი, დაფუძნებიდანვე, დაკავებული იყო უცნობი ქართული კერძების რეცეპტების აღმოჩენითა და პოპულარიზაციით. აქამდე მხოლოდ პოსტებითა და ფოტოებით, აღწერებში ადგილობრივების კილოკავის შენარჩუნებით ცდილობდნენ რეცეპტების მოძიების ამბების მოყოლას. თუმცა გადაწყვიტეს, რომ პატარა, მოკლექრონომეტრაჟიანი ვიდეორგოლებით უფრო დეტალურად აღვიქვამდით იქაურ გარემოს, ბუნებას, ადამიანებს და ნამდვილი მოგზაურებივით, დოკუმენტური ვიდეო დღიურების წარმოება დაიწყეს. „ძალიან გვინდა, ვაჩვენოთ ის, რაც ასეთ სოფლებში რეალურად გვხვდება და თავისი დამახასიათებელი პატარა დეტალებით აღვწეროთ მათი ყოველდღიური ცხოვრება“, – აჩო მებურიშვილი, რესტორნის „სახლი მადათოვზე“ თანადამფუძნებელი, რომელიც მარკეტერს ესაუბრა „სახლი მადათოვზეს“ სამიზნე აუდიტორიასა თუ ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის პროცესზე და მათ უკუკავშირზე.

M: როგორია ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის პროცესი, ისინი როგორ აფასებენ თქვენს ინიციატივას და რამდენად აქვთ გააზრებული საკუთარი როლი უცნობი ქართული რეცეპტების განახლების პროცესში?
სულ 15-20 წუთია საჭირო და მთელი სოფელი გადაიქცევა ხოლმე შენს მასპინძლად. რა თქმა უნდა, ყველას უნდა, დაგეხმაროს და ძალიან უხარიათ, როდესაც გიზიარებენ თავის რეცეპტებსა და გამოცდილებას. ცდილობენ, არცერთი დეტალი არ გამორჩეთ, რომ კერძი ზუსტად ისეთი გემრიელი გამოვიდეს, როგორიც იქ, თავიანთ სოფელშია. უკვე შემდეგ კვირაში კონკრეტული რეცეპტების ვიდეოებს დავდებთ, ნათელიკე და მარგალიტა ბებია მოგვიყვებიან რაჭულ გემრიელობებზე. M: როგორია სამიზნე აუდიტორიის უკუკავშირი? რა შედეგი მოჰყვა პირველ ვიდეოს?
ჩვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის მომენტია, როდესაც ჩვენთან მოსული ნებისმიერი მოხმარებელი მისთვის ახალ კერძს აღმოაჩენს ხოლმე, თითქოს თავიდან იცნობს ქართულ სამზარეულოს. ალბათ, ეს არის ჩვენი მოგზაურობის მთავარი მიზანიც. ვიდეო საკმაოდ პოპულარულია და გამოხმაურებაც ძალიან კარგი აქვს. ნამუშევრები ჩვენს მეგობარს ეკუთვნის, რეჟისორსა და ოპერატორს, თორნიკე შენგელიას, რომელიც ყველა მოგზაურობისას ჩვენთან ერთად არის.

M: შემდეგი პუნქტები: ქართლი, გურია, იმერეთი. დანიშულების ადგილამდე სანამ მიხვალთ, იცით, რას ეძებთ, ვისთან ეძებთ?
გარკვეული მონახაზი თავიდანვე გვაქვს, პირველი მასპინძელი ყოველთვის გვყავს შერჩეული და უკვე შემდეგ თავისით ხდება ისე, რომ მთელი სოფელი ერთვება გემრიელი რეცეპტების შერჩევაში, გვირჩევენ, სად მივიდეთ, ვისთან მივიდეთ, როდის მივიდეთ, იწყება გადაძახილები, დიდი ფუსფუსი და მსჯელობა, რომელია ყველაზე უკეთესი და გემრიელი ვარიანტები, ვისი რეცეპტის მოსმენაა აუცილებელი…  და ა.შ. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ჩვენი მეგობრის, რეჟისორისა და ოპერატორის თორნიკე შენგელიას ძალიან მაგარი ნამუშევრები რომელიც ყოველ მოგზაურობის დროს ჩვენთან ერთად არის…

დროებითი მაღაზია (Pop-Up Store) ანუ ალეე, ჰოპ!

Sarami Store: „გვაქვს Victoria’s Secret-ის, Céline-ს, ZARA-ს, H&M-ის პროდუქცია“