in

შესაძლებელია თუ არა ავტომატიზაციის შემოტანა ვიდეომონტაჟში

2022 წელს ვიდეოს, როგორც კონტენტის განხილვა იმდენად აქტუალურია, როგორც ალბათ აქამდე არასოდეს ყოფილა. მისი შექმნა და მოხმარება იმდენად დინამიკურ, სწრაფ რეჟიმში ხდება, რომ თვალის დახამხამებასაც ვერ ვასწრებთ. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანების ყურადღების დონე შემცირდა ბოლო 15 წლის განმავლობაში; მაყურებელი პირველი სამი წამის ყურების შემდეგ წყვეტს, ბოლომდე ნახოს თუ არა ესა თუ ის ვიდეო.

დღეს ვიდეო უდავოდ არის მარკეტინგისა და გაყიდვების სტრატეგიების ძირითადი ნაწილი, რადგან ბიზნესის 86% იყენებს მას, როგორც მარკეტინგულ ინსტრუმენტს კონვერტაციისა და ბრენდის ზრდისთვის. ანალოგიურად, ინდივიდუალური კონტენტის შემქმნელები გამოჩნდნენ, რომლებიც მუშაობენ როგორც კონტრაქტორები ან ქმნიან საკუთარ ბრენდებს თავიანთი უნიკალური ვიდეოების დახმარებით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოკლე, ლაკონიურ და გასართობ ვიდეოებზე მოთხოვნის უზარმაზარი ზრდა წარმოადგენს დიდ გამოწვევას ტრადიციული, ხელით შექმნილი ვიდეოსა და რედაქტირების ტექნიკისთვის.

ტრადიციული ვიდეო მონტაჟის გამოწვევები

ვიდეოს მონტაჟი, განსაკუთრებით სატელევიზიო სერიებისთვის, სპორტული შინაარსისა და ახალი ამბების მედიისთვის, ძალიან რთულია, მოიცავს დიდ ფაილებს, გამოთვლებსა და სამუშაო საათებს. გარდა ამისა, უზარმაზარი რაოდენობის ვიდეოს ხელით გარდაქმნა კარგად დახვეწილ, მოკლე ფორმის კონტენტად, რომელიც შესაფერისია მრავალი სოციალური პლატფორმისთვის, არის დამღლელი, ძვირი და შრომატევადი. AI-ზე დაფუძნებული ვიდეო რედაქტირების გადაწყვეტილებებითა და მოწინავე მანქანური სწავლის (ML) ალგორითმებით, კომპანიებსა და კონტენტ კრეატორებს შეუძლიათ უარი თქვან არაეფექტურ ვიდეო მონტაჟზე. AI და ML გახდა აუცილებელი იარაღები ნებისმიერი პროფესიონალური ვიდეო რედაქტორისთვის. მომხმარებლებს შეუძლიათ, შექმნან უფრო მეტი მოცულობის კონტენტი მნიშვნელოვნად მოკლე დროში ბევრად უფრო ხელმისაწვდომ ფასად.

AI და ML ვიდეო რედაქტირების ტექნოლოგიები

ეს არის ტექნოლოგიები, რომლებსაც მინიმალურად სჭირდებათ ადამიანის ძალისხმევა. მათ შეუძლიათ ორიგინალური კლიპების გაფართოება, რაც ზომის ხელით გაზრდის აუცილებლობას გვარიდებს. ეს კი თავის მხრივ იცავს საბოლოო პროდუქტს ბუნდოვანებისგან და ხარისხს უნარჩუნებს. 

უფრო მეტიც, AI ვიდეოს რედაქტირების ზოგიერთი ტექნოლოგია კომპანიებს საშუალებას აძლევს, გააკეთონ შინაარსის მოდერაცია. AI და ML ტექნოლოგიის დახმარებით შესაძლებელია მგრძნობიარე კონტენტის დასკანერება, როგორიცაა: იარაღი, ძალადობა, ალკოჰოლი/ნარკოტიკი, სიძულვილის ენა ან სიშიშვლე, რაც უზრუნველყოფს ვიდეოების სრულად შესაბამისობას და მზადყოფნას სტრიმინგისთვის. GIF-ებისა და reels-ების შესაქმნელად გამოყენებული პარამეტრების მსგავსად, მომხმარებლებს შეუძლიათ, შეცვალონ კონტენტის მოდერაციის სახელმძღვანელო მითითებები და წესები, რათა მოერგოს მათი რეგიონისთვის სპეციფიკურ სამაუწყებლო პლატფორმას.

ვიდეო რედაქტირების ავტომატიზაციის უპირატესობები

ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ შექმნან უფრო პერსონალიზებული და მორგებული ვიდეოები, გაზარდონ ჩართულობა და, საბოლოო ჯამში, გაზარდონ ROI. გარდა ამისა, ეს ავტომატური ვიდეო რედაქტირების ხელსაწყოები ეხმარება კომპანიებსა და კონტენტის შემქმნელებს, მაქსიმალურად გაზარდონ თავიანთი ვიდეოების პოტენციალი, რაც მათ საშუალებას აძლევს, გადააკეთონ კონტენტი, მოყვნენ უკეთეს ისტორიებს და ჩაერთონ ახალ კრეატიულ ძიებაში.

რამდენადაც ჩვენი საზოგადოება აგრძელებს კონტენტის უფრო სწრაფად და დიდი რაოდენობით მოხმარებას, ხელოვნური ინტელექტი გახდა სტანდარტული პრაქტიკა ხარვეზების შესავსებად და ვიდეო რედაქტირებაც არ არის გამონაკლისი. მეტი პროექტის ერთდროულად განსახორციელებლად, ავტომატური ხელოვნური ინტელექტის მქონე ვიდეო რედაქტირების ხელსაწყოები მედიის მომავალია. ვიდეო რედაქტირების ავტომატური გადაწყვეტილებები არ არის მხოლოდ ვიდეოზე ფოკუსირებულიბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალება, არამედ იგი მთლიანად კონტენტის შექმნის პროცესისა და შედეგის გაუმჯობესების ეფექტური საშუალებაა.

ნახეთ: ღვინის შეფუთვა მინის ბოთლების გარეშე

ეს მოწყობილობა ტკივილს სინათლის თერაპიით შეგიმსუბუქებთ