in

მოულოდნელი გასაუბრება

ვთქვათ სამსახურს ეძებთ, შედიხართ სხვადასხვა საიტზე და ეძებთ ვაკანსიის კუთხეს. სახლში კომპიუტერთან ზიხართ, ყავას მიირთმევთ და გგონიათ, რომ უბრალოდ ფორმის შესავსებელ ლინკზე გადადიხართ, ამ დროს კი ვიდეო გასაუბრება იწყება.

BBDO ციფრულ სააგენტოში ახალი კადრის შერჩევის მშვენიერი გზა მოიფიქრეს. საიტზე ვაკანსიის ბლოკი განათავსეს. ლინკზე გადასვლის შემდეგ აპლიკაციის ფორმის მაგივრად ვიდეო-გასაუბრება იწყებოდა, რომელსაც არცერთი სამუშაოს მსურველი არ ელოდება.

იდეა ეფექტური გამოდგა. ოფიციალურ გასაუბრებებთან შედარებით ამ სახის გასაუბრებით უფრო მეტი ინფორმაციის გაგება შეიძლება, იმ ადამიანზე, რომლის დასაქმებასაც აპირებ.

http://youtu.be/owDRXnpugjM

უფრო კომფორტული ფრენა

,,ჯიბე’’ Cash&Carry – საბითუმო -საცალო სავაჭრო ცენტრი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში