in

ვიდეო წარმატებული კონტენტის გასაღებია – გაეცანით სპეციალისტთა რჩევებს!

უკვე სიახლეს არ წარმოადგენს, საზოგადოების გართობის ფორმა შეიცვალა. ადამიანების, როგორც მაყურებლების ქცევები სულ უფრო მიგრირებს ონლაინ სივრცეში. ჩვენ გვაქვს პლატფორმების მუდმივად მზარდი რაოდენობა, დაუსრულებელი კონტენტით და არჩევანი, თუ რას ვუყუროთ, განპირობებულია იმით, თუ რა გვაინტერესებს და ასევე, რას გვთავაზობს თავად შემქმნელი. ამ სიტუაციამ გამოიწვია კრეატორების აღზევება და მეინსტრიმული კულტურის ამაღლება.

ტრადიციული ქსელები აღარ აკონტროლებენ, როგორ გამოიყურება კონტენტი ან რა ითვლება კარგ მასალად. ამის ნაცვლად, კრეატორები დამოკიდებულნი არიან თავიანთ მნახველებზე და ქმნიან კონტენტს სპეციალურად მათი აუდიტორიის ინტერესებისა და საჭიროებისთვის. 

შედეგად, ბრენდებმა უნდა განაგრძონ იმ როლის განვითარება, რომელსაც ონლაინ ვიდეო თამაშობს მათ მედია სტრატეგიებში. ასევე, სასურველია, მათ მეტი ყურადღება დაუთმონ კრეატორებს, ითანამშრომლონ მათთან და გამოიყენონ მათი პლატფორმები თავისი ცნობადობისა და იმიჯისთვის. 

სხვადასხვა ხელმძღვანელი და მარკეტერი უცხოური სააგენტოებიდან, როგორებიცაა GroupM ან Horizon Media, გვეუბნებიან, რომ მომხმარებლის გამოცდილება სოციალურ ქსელში ვიდეოს ყურებისას მკვეთრად განსხვავდება ტელევიზიაში რეკლამის ყურებისგან და ბრენდებმა უნდა გაითვალისწინონ ეს განსხვავებები საკუთარ მედია გეგმებში. 

ასევე მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ იმაზე, თუ რას ელიან მომხმარებლები ონლაინ მედიისგან. ბრენდებმა აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება, თუ სად და რომელ პლატფორმაზე განათავსებენ ვიდეო კონტენტს. მაგალითად, YouTube-ზე, სადაც ხშირად შეიმჩნევა რეკლამების გამოტოვების ფაქტები, კონტენტი ჩვეულებრივ უფრო მოკლე უნდა იყოს, რადგან skip-ამდე სანამ მივა, დააინტერესოს მაყურებელი. ზოგადად, ონლაინ ვიდეო რეკლამამ უნდა მოახდინოს გავლენა ნაკლებ დროში, ზოგჯერ კი პირველივე წამიდან, რაც ნამდვილად რთული ამოცანაა.

ფოკუსირება გააკეთეთ იმაზე, რაც თქვენს აუდიტორიას უყვარს

როდესაც სოციალურ ქსელში ვიდეოს განათავსებთ, პირველ რიგში, იფიქრეთ იმაზე, რა მოსწონს თქვენს მომხმარებელს. კარგი ვიდეო შეიძლება დაეყრდნოს განვითარებად კულტურულ ტენდენციებს, ზოგჯერ კი ნიუანსებსაც კი. ასევე ყურადსაღებია, შემქმნელისა და აუდიტორიის ურთიერთობის სტილი. ხშირად ესეც იძლევა მინიშნებებს, თუ რა ტიპის ვიდეო უნდა შევთავაზოთ ჩვენს ერთგულ მომხმარებელს. შესაბამისი ტონი, შეტყობინება ან შინაარსი ზოგჯერ შეიძლება სწორედ აუდიტორიამ გვიკარნახოს. გახსოვდეთ, რომ თქვენ, შემქმნელები საკუთარი შვილებივით კარგად უნდა იცნობდეთ აუდიტორიას, რადგან თქვენ მათ ესაუბრებით სხვადასხვა პლატფორმიდან და იცით მათი რეაქცია და ქცევა სხვადასხვა კონტენტზე. 

თუ თანამშრომლობთ კონტენტ კრეატორთან, მიაწოდეთ მას კარგი ბრიფი და ის ინფორმაცია აუდიტორიაზე, რაც თავად გაქვთ. საუკეთესო მუშაობის უზრუნველსაყოფად, ბრენდებმა ასევე მხარი უნდა დაუჭირონ შემქმნელებს ნდობითა და პარტნიორობით. ეს ქმნის ეფექტურ შედეგს, რომელიც არ აყენებს ბრენდებს ზედმეტი რისკის ქვეშ.

UFC-ის ყველაზე რეიტინგული ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი Setanta Sports-ის საერთაშორისო პარტნიორი ათლეტი გახდა

„პიტსტოპ მოტომ“ საქართველოში სასწრაფო დახმარების ტრიციკლები ჩამოიყვანა