in

7 მიზეზი, თუ რატომ მართავს ვიდეო კონტენტი მარკეტინგის სამყაროს

კონტენტ მარკეტინგის სამყაროში ჩართულობისა და ეფექტურობის თვალსაზრისით ერთი არხი ყველაზე მაღლა დგას და ეს არის ვიდეო. გადავხედოთ 7 მიზეზს, თუ რატომ დგას სხვებზე მაღლა ვიდეო კონტენტი მარკეტინგის სფეროში.

ვიდეოს უპირატესობა

თუ სკეპტიკურად უყურებთ ვიდეოს შესაძლებლობებს, უნდა გესმოდეთ, როგორ მოიხმარს თქვენი აუდიტორია მედიას. სოციალურ პლატფორმებზე ვიდეო კონტენტის აფეთქება არ არის გამონაგონი. 2022 წლის ყველაზე ხშირად ჩამოტვირთული სოციალური მედიის აპლიკაცია არის TikTok, აპლიკაცია, რომელიც მხოლოდ ვიდეო კონტენტს ეძღვნება.

სხვადასხვა წყაროს თანახმად, მაყურებელი ყურადღებას აქცევს მესიჯის 95%-ს, როდესაც უყურებს მას ვიდეოში, ხოლო ტექსტში კითხვისას ეს პროცენტულობა 10%-ს არ სცდება. ეს უზარმაზარი განცხადებაა, მაგრამ ის გვეხმარება გავიგოთ, რატომ გაიზარდა ვიდეო მარკეტინგი 25%-ით ბოლო ექვსი წლის განმავლობაში.

ვიდეოს ინვესტიცია (return-on-investment (ROI))

თუ ჯერ კიდევ არ ხართ დარწმუნებული ვიდეოს პერსპექტიულობაში, მაშინ ღირს იმის გამოკვლევა, თუ როგორ იყენებენ სხვა მარკეტერები ვიდეოს, როგორც ინსტრუმენტს. ბოლო გამოკითხვის თანახმად, მარკეტოლოგების 87%-მა დააფიქსირა კარგი ROI ვიდეოს გამოყენებით.

ამ ინვესტიციის უმეტესი ნაწილი იქნება შექმნილი კონტენტის გულდასმით გათვალისწინება ხელმისაწვდომი ბიუჯეტებით. მარკეტოლოგების უმეტესობას აქვს შიდა შესაძლებლობები, რაც ხარჯების შემცირებას უწყობს ხელს.

სოციალური პლატფორმები შექმნილია ვიდეოებისთვის

Tik-Tok აღარ არის ერთადერთი პლატფორმა, რომელზეც უნდა შეხვიდეთ ვიდეოების საყურებლად. Facebook, Instagram და Twitter დღესდღეობით აქტიურად სთავაზობენ reels-ებსა და sroty-ს. აქედან Instagram-ის რილსები TikTok-ის პირდაპირი კონკურენტია: მოკლე შინაარსის ვიდეობი, რომლის გაზიარებაც შესაძლებელია ფართო აუდიტორიისთვის.

ვიდეოს გაზიარება შესაძლებელია გლობალურად

სოციალური ვიდეოების პოპულარობის მატებასთან ერთად, ვიდეოების გაზიარება შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან მთელ მსოფლიოში, რაც ეხმარება ბრენდებს უფრო დიდ აუდიტორიას მიაწვდინონ ხმა. საჭიროა მხოლოდ მოწონება ან სწორი ადამიანის მიერ გაზიარება და თქვენი ვიდეო შეიძლება გახდეს ვირუსული და მყისიერად მიაღწიოს მილიონობით მიმდევარს.

ჰოლივუდურ ფილმებს კვირები ან თვეები სჭირდებოდა ამ სახის ჩართულობის მისაღებად. ამის გაკეთება წამებში ან წუთებში ნამდვილად ძლიერ ინსტრუმენტად ითვლება.

ვიდეო წარმოება ახლა უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ოდესმე ყოფილა

თუ დააკვირდებით, ყველანაირ კონტენტს არ სჭირდება სრულმასშტაბიანი წარმოება. სინამდვილეში, ინტერნეტში ატვირთული ვიდეოების უმეტესობა დაბალი ხარისხისაა. დღესდღეობით, დაბალი ფასის მქონე კამერებით, რომლებიც არც თუ ისე ცუდ ხარისხს იძლევა, შესაძლებელია შესანიშნავი კონტენტის შექმნა იმ ხელსაწყოებით, რომლებიც უკვე გაქვთ თქვენს განკარგულებაში. დიდი ბრენდები ტელეფონებსაც იყენებენ რეკლამის შესაქმნელად.

ვიდეოს შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი SEO

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვიდეოს გამოყენება თქვენი სოციალური არხებისთვის, არამედ თქვენს ვებსაიტზეც. როდესაც საიტზე ვიდეო გაქვს ჩაშენებული, Google-ში უფრო მეტი შანსი გაქვთ გამოჩენის. 

თქვენი (ან თქვენი კლიენტის) კომპანიის სტრუქტურის მიხედვით, ამის გაკეთების მრავალი გზა არსებობს: ბრენდის ვიდეო  მთავარ გვერდზე; ახსნა-განმარტების ვიდეო გვერდზე „ჩვენ შესახებ“; კარიერის ვიდეო თქვენი გუნდის/კონტაქტის გვერდებზე.

ვიდეო ნდობას ამყარებს

სწრაფად მოძრავ და მუდმივად ცვალებად სამყაროში მთავარია ნდობა. აუდიტორიას სურს ბრენდები, რომლებიც ავთენტურია, უზრუნველყოფენ სანდო პროდუქტებსა და სერვისებს.

ვიდეო არის თქვენი შანსი, დაანახოს აუდიტორიას ბრენდის ღირებულებები, მიზნები, ის თქვენი ნამდვილი სახის წარმოჩენის საშუალებაა. 

დღევანდელ ციფრული მარკეტინგის სამყაროში ვიდეო ხდება გამოსაყენებელი ინსტრუმენტი. მას შეუძლია, ხელი შეუწყოს გაყიდვების გაუმჯობესებას, ახალი მომხმარებლების შეძენას და თქვენს კომპანიასა და მის აუდიტორიას შორის ურთიერთობის დამყარებას.

საინტერესო პოდკასტი — გეიმინგი: რატომ ვთამაშობთ დიდები და პატარები? როგორ „ვითამაშოთ“ ერთად?

სავარაუდოდ, მეცნიერებმა წყლით დაფარული ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს