29
Jan
2020

რატომ არ ვრცელდება ჩვენი ვიდეოები ვირუსულად?

29 Jan 2020

თუკი თქვენი ვიდეოები ვირუსულად არ ვრცელდება, დიდი ალბათობით, თქვენ ამ მნიშვნელოვან ფაქტორს ვერ ამჩნევთ. გამოკითხულ მილენიალთა 85% აღნიშნავს, რომ მათ პროდუქტი/მომსახურება ვიდეოს ნახვის შემდეგ შეიძინა. როგორ გავზარდოთ მომხმარებელთა და ვიდეოს მაყურებელთა რაოდენობა ერთდროულად?

pasha-statiebi
pasha-statiebi

ბოლო წლებში, ვიდეომარკეტინგის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა, აუდიტორია სულ უფრო მეტად ინტერესდება ვიდეოებით და შესაბამისად, ბრენდებიც უფრო მეტი ყურადღებით ეკიდებიან ამ ტიპის კონტენტის შექმნას. არანაკლებ აქტუალურია ვიდეოების მიმართ მაყურებელთა ყურადღების მიპყრობის საკითხი. თუკი ვიდეოს ქმნით და თქვენს საკომუნიკაციო არხებზე ავრცელებთ, მაგრამ საკმარის გამოხმაურებას ვერ იღებთ, სავარაუდოდ, ამის მიზეზი ემოციური კავშირის ნაკლებობაა მაყურებელთან. თუკი მაყურებელს ემოციური ბმა არ აქვთ თქვენთან, ის ვერ დაიმახსოვრებს თქვენს ბრენდს, რომ შემდეგ უფრო დაუახლოვდეს მას. მაშ ასე, გავერკვეთ, ვინ როგორ იყენებს ემოციას, რომ მაყურებელი მიიზიდოს?

Halo Top მაყურებელთა მისაზიდად შიშს იყენებს

Halo Top ნაყინის ახალი ბრენდია. მან მაყურებლები 90-წამიანი რეკლამით მოხიბლა, სახელწოდებით “შეჭამე ნაყინი”. ვიდეოში ჩანს ასაკოვანი ქალი, რომელსაც რობოტი ნაყინის ჭამას აძალებს, ხოლო ფონზე მხიარული მუსიკა ისმის. ეს კონცეფცია განკუთვნილია იმისთვის, რომ მაყურებელს სიცივის შეგრძნება დაეუფლოს. ამავდროულად, ვიდეო კომედიური ჟანრისაა, მილიონი ნახვა აქვს youtube-ზე, ფეისბუკზე კი, ასობით ათასი გაზიარება. კამპანიამ Epica Awards-ზე ბრინჯაო მოიპოვა, Adweek-მა კი საუკეთესო ვიდეოების ათეულში დაასახელა.

რატომ მუშაობს ეს მიდგომა? ვიდეოში ჩართულია ძლიერი ემოცია – შიში. ის “შავი სარკის” რომელიმე ეპიზოდს მოგაგონებთ. ამასთან, რეკლამა სრულიად ეწინააღმდეგება ნაყინთან დაკავშირებულ ასოციაციას – მხიარულებასა და მსუბუქ შეგრძნებებს.

Notarize ადამიანებს ხალისიანი რეკლამით იზიდავს

Notarize სტარტაპია, რომელიც ონლაინ ნოტარიუსის სერვისს სთავაზობს. მან სანოტარო ბიუროს სერიოზულ საკითხებზე სახალისო გზით გადაწყვიტა საუბარი.

რატომ იმუშავა ამან? კომპანიამ გააკვირვა მომხმარებელი იმით, რომ იუმორით ისაუბრა საკმაოდ სერიოზულ და ბევრისთვის გაუგებარ საკითხებზე. ვიდეომ 90 000 ნახვა დააგროვა და აღფრთოვანებული მაყურებლების კომენტარებიც დაიმსახურა.

Nike-ს შეუძლია ერთდროულად გაგაცინოთ, აგატიროთ და სიამაყით აგავსოთ

“იოცნებე უფრო გიჟურად” Nike-ის ერთ-ერთი გამორჩეული კამპანიაა, რომელიც 2019 წელს გამოვიდა, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. ის ეხება ქალ ათლეტებთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს და ქალებს ბრძოლისკენ მოუწოდებს. ვიდეომ 50 მლნ ნახვა დააგროვა, საერთო ჯამში.

რატომ იმუშავა ამ კამპანიამ? ეს ვიდეორგოლი ვირუსულად გავრცელდა, რადგან ადამიანის მნიშვნელოვან ემოციებს ეხებოდა: იმედგაცრუებას, ბრაზს, უსამართლობას, სიამაყეს და გვიჩვენებდა გამარჯვებას, ყველა დაბრკოლების მიუხედავად.

Hafod Hardware-მა ემოციური საშობაო ვიდეორგოლით მიიზიდა მაყურებელი

Hafod Hardware-ის ეს ემოციური ვიდეო ერთ დღეში შეიქმნა და ის, სულ რაღაც, $111 დაჯდა. ვიდეომ, ამ დრომდე 2 მლნ ნახვა დააგროვა, მაგრამ მაყურებლებში თბილი ემოცია გამოიწვია. მიზეზი, რის გამოც, ამ რეკლამამ იმუშავა, ისაა, რომ ის ადამიანებს კომფორტს აგრძნობინებს, სიმყუდროვესა და ნოსტალგიას უღვიძებს. ეს ვიდეო არის მაგალითი, რომ ძალიან პატარა ბიუჯეტითაც შეიძლება შექმნათ ვირუსული ვიდეო.

 

წყარო: inc



განხილვა