ბაზარზე სატელევიზიო მედია ანალიტიკური ინფორმაციის დიდი დეფიციტია. BetterFly Media-ში ამ პრობლემის გადაწყვეტა მიზნად დაისახეს და რამდენიმე თვის წინ „ანალიტიკური დეშბორდი“ წარმოგვიდგინეს. www.betterflymedia.ge/analytics – აღნიშნული ციფრული პლატფორმის საშუალებით, სატელევიზიო სტატისტიკური ინფორმაცია ღია და ხელმისაწვდომი გახდა.
ამჯერად, BetterFly Media ინფორმატიულ და შემეცნებით ვიდეო სერიებს გვთავაზობს, სადაც მარტივი ენით არის წარმოდგენილი მონაცემების დამუშავების მეთოდები, ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი ტერმინოლოგიების განმარტებები და ლოკალური ბაზრის საინტერესო სტატისტიკური მონაცემები. ვიდეოები პერიოდულად დაიდება და ერთგვარი „ტუტორიალების“ სახით იქნება წარმოდგენილი, რასაც ჩვენც პერიოდულად გაგიზიარებთ.
პირველი ვიდეო სატელევიზიო კვლევის ზოგად მექანიზმზე მოგვითხრობს. ვიდეოში განხილულია კვლევის პანელი და ინფორმაციის დამუშავების მეთოდები. იქვე გავიგებთ თუ რომელი კვლევითი კომპანიები მუშაობენ საქართველოში და როგორ ზომავენ სატელევიზიო რეიტინგებს.
[პარტნიორის კონტენტი]










