თუ რაიმე მიზეზით ეჭვი გეპარებათ ვიდეო მარკეტინგის მნიშვნელობასა და ეფექტურობაში, უბრალოდ შეგიძლიათ დააკვირდეთ, ადამიანები რამდენ დროს ახარჯებენ ვიდეო კონტენტის ყურებას. ამისთვის დიდი კვლევის ჩატარება სულაც არაა აუცილებელი, საკმარისია უბრალოდ დაგუგვლაც კი. ბრენდები, რომლებიც სარგებლობენ ამ ქცევითი მოდელით, იღებენ უფრო მეტ სარგებელს და მარკეტინგის სხვა საშუალებებთან შედარებით, უკეთესი შემოსავალიც ამ გზით მისდით. სწორედ ამიტომ, თუ თქვენ არ აერთიანებთ ვიდეო მარკეტინგის თქვენს მარკეტინგულ კამპანიებში, თქვენ არა მხოლოდ კლიენტებს დაკარგავთ, არამედ თქვენი SERP რეიტინგიც (გვერდი, რომელიც ჩნდება საძიებო სისტემაში მომხმარებლის მიერ საძიებო სიტყვის ჩაწერისას) დაზარალდება. მისი მნიშვნელობის შესახებ მოკლედ ვისაუბრებთ ამ სტატიაში.
ხელს უწყობს ტრაფიკის გაზრდას
იმის გამო, რომ ადამიანებს უფრო დატვირთული გრაფიკი აქვთ, ვიდრე ადრე, კონცენტრირების დონემ სხვადასხვა პროდუქტზე საგრძნობლად დაიწია. Google-ის ალგორითმმა იცის ამ ფაქტის შესახებ და მოწინავე ადგილებზე იმ საიტებს უშვებს, რომლებიც ვიდეო კონტენტს სთავაზობენ ვიზიტორებს. ასე რომ, Google-ის რეიტინგებში მოსახვედრად და თქვენი ბიზნესის უკეთესი რეპუტაციით სარგებლობისთვის, მნიშვნელოვანია შექმნათ კრეატიული ვიდეო კონტენტი, რომლის ღირებულებაც სულ უფრო ყურადსაღები ხდება.
ვებსაიტის მთავარ გვერდზე ვიდეოს არსებობა დაგეხმარებათ ყურადღების მიპყრობასა და გარანტირებულ ადგილს საძიებო სისტემებში. პროფესიონალ მარკეტინგულ კომპანიას შეუძლია შექმნას მაღალი ხარისხის ვიდეოები, რომლებიც ახსნის თქვენს პროდუქტს ან მომსახურებას თქვენი კომპანიის მისიისა და ხედვის მიხედვით. ისინი ასევე მოახდენენ ვიდეოს ოპტიმიზაციას, რაც დაგეხმარებათ მეტი კონტროლი იქონიოთ თქვენს ონლაინ არსებობაზე და აჯობოთ კონკურენტებს.
გეხმარებათ მოხვდეთ Google-ის “good book-ში”
დღესდღეობით, როცა რაიმეს Google-ში ეძებთ, საძიებო სისტემა პასუხად ვიდეოკლიპებს გიგდებთ. მაგალითად, თუ აკრეფთ – „როგორ შევაკეთო სახლის სახურავი”, ის ამოგიყრით რამდენიმე ვიდეოს სხვადასხვა ვებსაიტიდან, ან YouTube-დან. გადახურვის კომპანია, რომლის ვიდეოკონტენტიც უკეთესია, ვიდრე კონკურენტების, სწორედ ის იქნება, რომელსაც ერთ-ერთ პირველ ვარიანტად გიჩვენებთ საძიებო სისტემა.
ადვილად აღსაქმელი კონტენტი
ტექსტთან შედარებით, ვიდეო ხელს უწყობს ყველაზე რთული ცნებების დაშლას მიმზიდველი ვიზუალის სახით, რომელიც ადვილად აღსაქმელია. ეს ზრდის მაყურებლის ინტერესს და უკეთ ესმის ის მნიშვნელობა, რაზეც ვიდეო საუბრობს.
კიდევ ერთი უპირატესობა, რაც ვიდეოს აქვს, ისაა, რომ დღეს, როცა ყველას სმარტფონები გვიჭირავს, ვიდეოების ყურება ყველაზე მოსახერხებელ გზად იქცა სიახლის გასაგებად თუ პროდუქტზე ინფორმაციის მისაღებად. ამ დროს თვალი ნაკლებად იღლება და მხედველობითი მეხსიერებაც ირთვება, რომელიც ხელს უწყობს ბრენდის დამახსოვრებას.
აუმჯობესებს კონვერტაციებს
ვიდეომარკეტინგი არ არის მხოლოდ მთავარი გვერდისთვის საჭირო ატრიბუტი, ის შესანიშნავია თქვენი ბრენდის შესახებ სიტყვის გასავრცელებლადაც. თუ ადამიანებს მოსწონთ თქვენი ვიდეო კონტენტი, ისინი უფრო მეტად გააზიარებენ მას სოციალურ ქსელში. შესანიშნავი ვიდეო კონტენტი შესანიშნავი გზაა სოციალური მედიიდან და სხვა საიტებიდან მეტი ვიზიტორის მოსაზიდად. ამან შეიძლება დადებითად იმოქმედოს თქვენს გაყიდვებზე.
პროფესიონალური ვიდეოების მნიშვნელობა
გაითვალისწინეთ: თუ დაიწყებთ ვიდეოებისა და სურათების გადაღებას ჩვეულებრივი სმარტფონის კამერით, ყოველგვარი პროფესიონალური მიმართულების ან სკრიპტის გარეშე, ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენი საძიებო სისტემის რეიტინგის დაცემა. არავის უყვარს უხარისხო ვიდეოების ყურება. ვიდეოკონტენტი ხარისხიანი უნდა იყოს, თუ გსურთ, რომ კონცენტრირება მოახდინოთ თქვენი ბიზნესის განვითარებაზე, ნაცვლად იმისა, რომ იფიქროთ ვიდეოს მონტაჟსა და SEO-ზე.