ორგანიზაცია National Autistic Society–მა (NAS) სარეკლამო სააგენტო Don’t Panic–ის დახმარებით ძალიან ემოციური და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი სარეკლამო ვიდეორგოლი შექმნა ისეთ სერიოზულ საკითხთან დაკავშირებით, როგორიც აუტისტური სპექტრის აშლილობაა. საკმაოდ სამწუხარო ფაქტია, მაგრამ რეალური ის, რომ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არ არის ამ თემასთან დაკავშირებით ცნობიერება ისეთ დონეზე, როგორც საჭიროა. ხშირად ადამიანები ვერ ხვდებიან, როგორ უნდა მოიქცნენ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებთან. განსაკუთრებული არც არაფერი, უბრალოდ მეტი გაგება და ნაკლები დოზით მიწოდებული ზედმეტი, არასაჭირო ინფორმაცია. ორგანიზაციის ვიდეორგოლი ძალიან კარგად წარმოაჩენს იმ უნებლიე, თუმცა, საკმაოდ სერიოზულ ზეწოლას, რომელსაც ეს ადამიანები საზოგადოებისგან იღებენ და ვერაფერს აკეთებენ თავის დასაცავად.












