in

ვიდეოთამაშებს ბავშვებზე მეცნიერებისთვის მოულოდნელი გავლენა აღმოაჩნდა

ამ საკითხზე ალბათ უკვე ბევრი უარყოფითი მოსაზრება მოგისმენიათ, ამიტომ არცერთით შეგაწყენთ თავს. მით უმეტეს, რომ ახლა მეცნიერებმა ვიდეოთამაშები ბავშვებში გაზრდილ ინტელექტს დაუკავშირეს, შესაბამისად, დაუპირისპირდნენ იდეას, რომ თამაში ცუდია პატარების განვითარებისთვის.

M2
M2

ციფრული მედია განსაზღვრავს თანამედროვე ბავშვობას, მაგრამ მისი კოგნიტიური ეფექტები არ არის მკაფიო და ამაზე ბევრ დავობენ. გვწამს, რომ კვლევები, რომლებიც გენეტიკურ მონაცემებს მოიცავს, მიზეზებსაც გამოავლენს და ნაკლებად შესწავლილ გენეტიკურ მიდრეკილებებსაც მოჰფენს ნათელს. ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ ეკრანთან გატარებული დრო კი არ ზღუდავს ბავშვების კოგნიტიურ უნარებს, პირიქით, ვიდეოთამაშებით მათ ინტელექტის გაუმჯობესება შეუძლიათ, — აცხადებენ მკვლევრები.

მეცნიერებმა ABCD კვლევის ფარგლებში 9855 ამერიკელი ბავშვი შეისწავლეს, რომელთა ასაკი 9-10 წელი იყო. პატარები ტელევიზორის ყურებას ან ონლაინ ვიდეოებს დღეში 2.5 საათს უთმობდნენ, 1 საათი თამაშობდნენ და ნახევარი საათი ინტერნეტით ესაუბრებოდნენ მეგობრებს. მათგან 5000 ბავშვის მონაცემს კი 2 წლის შემდეგაც დააკვირდნენ. შედეგად, ამ პერიოდის მანძილზე ბავშვებს, რომლებმაც თამაშის დრო ჩვეულებრივზე მეტად გაზარდეს, 2.5-ით გაუმჯობესებული ჰქონდათ IQ-ის ზრდის საშუალო მაჩვენებლები.

ეს ქულა კი, თავის მხრივ, ისეთი ამოცანების შედეგების მიხედვით დგება, რომლებიც წაკითხულის გააზრებას, ვიზუალების სივრცეში დანახვას, მეხსიერებაზე, მოქნილ აზროვნებასა და თვითკონტროლზე ფოკუსირებულ დავალებებს მოიცავს.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევისას მხოლოდ ამერიკელი ბავშვები შეისწავლეს და არც ვიდეო თამაშების ტიპები განუსხვავებიათ, ანუ მობილურით თამაშობდნენ თუ კონსოლით, მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ მიღებული შედეგები კვლავ ღირებულ ინსაითებს გვთავაზობს ზოგადად გეიმინგსა და IQ-ისთან მიმართებით. ამგვარად, ამყარებს იდეას, რომ ინტელექტი არც თანდაყოლილია და არც მუდმივი, რომ ვიდეოთამაშებსაც კი შეუძლია ბავშვების IQ-ის გაზრდა…

თიბისი კამპუსი: ბიზნეს და ტექკურსების საუკეთესო სინთეზი

„მოცო-მოცო“ – აღმოაჩინეთ ნეაპოლიტანური პიცის გემო თბილისის გულში