ვიეტნამის ხელისუფლება გლობალურ ბრენდებს მოუწოდებს, ბიუჯეტიდან თანხა არ დახარჯონ და Youtube-ზე რეკლამა აღარ განათავსონ. ადგილობრივი მთავრობის მტკიცებით, პლატფორმა ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდას ეწევა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Drum ავრცელებს.
ვიეტნამის ინფორმაციისა და კომუნიკაციის მინისტრმა, Samsung Electronics, Huawei Technologies, Yamaha Motors და Grab, საზოგადოებისთვის „საზიანო, მავნებელ და უკანონო“ კონტენტზე რეკლამის განთავსებაში დაადანაშაულა.
„Google [Youtube-ის მფლობელი] ეფექტურად ვერ მართავს საკუთარ კონტენტს. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, ადგილობრივი სააგენტოების გარეშე, რეკლამა პირდაპირ Google-ის ან Youtube-ისგან იყიდოს, – ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში – უახლოეს მომავალში, ხელისუფლება აპირებს, YouTube-ს მიმართოს, რომ მხოლოდ წინასწარ იდენტიფიცირებულ და შემდეგ სერტიფიცირებულ ვიეტნამურ არხებს მისცეს პლატფორმაზე რეკლამის განთავსების საშუალება. სამინისტრო, ასევე, ითანამშრომლებს ვიეტნამის სახელმწიფო ბანკთან და შესაბამის სააგენტოებთან, რომ მკაცრად გააკონტროლონ Google-სა და Youtube-ზე რეკლამაში დახარჯული თანხები“.
მათივე განცხადებით, YouTube-ზე 55,000 ვიდეო აღმოაჩინეს, რომლებიც საზოგადოებისთვის საზიანო იყო და ვიეტნამის კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა. 8 000 პლატფორმიდან უკვე წაშლილია.
ამ თემაზე, Google-ის წარმომადგენლებს ჯერ ოფიციალური განცხადება ან რაიმე სახის კომენტარი არ გაუკეთებიათ.