in

ნახეთ: სკულპტურა, რომელიც მნახველებს ოკეანის ხედის დანახვაში ეხმარება

იგი გარკვეულწილად პერისკოპის ფუნქციას ითავსებს

ავსტრალიელი არტისტისა და ინდუსტრიული დიზაინერი ჯოელ ადლერისთვის ნამუშევრის დასრულების შემდეგ მნახველებისთვის მინიჭებული გამოცდილებაა. იგი სხვადასხვა გარემოში მუშაობს და ქმნის სკულპტურებს, ინსტალაციებს, ინტერაქციულ ობიექტებს. მთლიანობაში კი გარემოს შემეცნების ახალ გზებს გვთავაზობს.

ადლერის ახალი სკულპტურა-ინსტალაცია The Viewfinder – 440 კილოგრამიანი სარკე, რომელიც ექვსი ტონა ბეტონითა და ფოლადითაა გამაგრებული, გარკვეულწილად პერისკოპის ფუნქციას ითავსებს. კლდის კიდეზე რამდენიმე ფუტის დაშორებით მოთავსებული ნამუშევარი ოკეანის ტალღების თვალწარმტაც სანახაობას სთავაზობს მნახველებს.

როგორც თავად ხელოვანი ამბობს, დიზაინის შექმნისას შთაგონება ისტორიული საზღვაო ინტერფეისებისგან, ასევე ადამიანებსა და ბუნებას შორის არსებული ურთიერთქმედებისგან მიიღო. ეს სიურრეალისტური სკულპტურა ადამიანებს ეხმარება, უშუალო კონტაქტის გარეშე, საკუთარი თვალით განიცადონ ბუნების ეს მშვენიერება – თითქოს ეს მოძრავი ხელოვნების ნიმუშია…

“ხანდახან ყველაზე რეალური რაღაც არარეალური ჩანს. მე მრავალი კომენტარი მოვისმინე ვიზუალიზაციის შესახებ, რომელიც ქანდაკების შიგნით არსებულ ციფრულ/დაპროექტებულ/”ტელევიზიის” ელემენტს ეხება. ზოგჯერ სუფთა სარკე და ასახული ხმა საკმარისია ტვინის მოსატყუებლად” – განმარტავს ადლერი.

როგორ უნდა გაააქტიუროთ Google Search-ის მუქი თემა?

იქნებ, ასე წარმოედგინათ 2021 წელი 70-იანებში? – Mercedes-Benz-ის რეკლამა