Vigie კალიფორნიაში წარმოებული ლიმონჩელოს ბრენდია, რომლის შექმნის შთაგონებაც ხმელთაშუა ზღვაში გატარებული ზაფხულის ნათელი დღეებიდან წამოვიდა. საფრანგეთის რივიერაზე დღეები მშვიდად, ლაღად მიედინება… აღნიშნული ბრენდის დამფუძნებლისთვის კი აქ გატარებული საღამოები ყველაზე ინსპირაციული აღმოჩნდა — როგორც ამბობს, თბილი ნიავისა და ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ დრო ჩერდება.
ბრენდის მთავარი ღირებულებაც იმისკენაა მიმართული, რომ მომხმარებლებს უდარდელი ზაფხულის განწყობა გადასცეს და ცხოვრებით ტკბობის გემო შეაგრძნობინოს. ოჯახის ტრადიციული რეცეპტით დამზადებული ლიმონჩელო ტკბილი ლიქიორებითაა გაჯერებული.
რაც შეეხება ვიზუალურ იდენტობას, დიზაინის სტუდია Glasfurd & Walker-თან თანამშრომლობით, Vigie დახვეწილი იერით გამოირჩევა. ეტიკეტი მწვანისა და ბაცი ვარდისფრის სინთეზითაა შექმნილი, რაც ზაფხულის განწყობას მყისიერად აღძრავს. ეტიკეტის შუაგულში კი მზეა მოქცეული — ის Le Soleil-ის ანტიკურ ფრანგულ ტაროს ეხმიანება. ვინაიდან მზე სითბოსთან და სიცოცხლისუნარიანობასთან ასოცირდება სიმბოლურად, ბრენდის არსსაც ზუსტად შეესაბამება.