Freire Lobo-ს Vigno-ს ბრენდისთვის გამორჩეული ეტიკეტების კოლექცია შეიმუშავეს, რომელიც კვლევის, ავთენტურობისა და ოსტატობის სულისკვეთებას განასახიერებს. ეს სერიები პორტუგალიის დაოს რეგიონის ღვინოებს წარმოაჩენს, რომელთაგანაც თითოეული ეტიკეტი პატივს მიაგებს ყურძნის ხასიათსა და მიწის სულისკვეთებას. დიზაინის დროს გამოყენებული მიდგომაც მეღვინეობის მოგზაურობის ემოციური სიღრმის აღბეჭდვაზე იყო ორიენტირებული და ეს ვიზუალური სიმარტივისა და თხრობითი სიმბოლიზმის მეშვეობით გააკეთეს.
აქამდე არსებული ეტიკეტებისთვის შექმნილი ვიზუალური იდენტობის საფუძველზე, აღმოჩენის კონცეფცია დახვეწეს და ბუნებაში მეღვინეობის პირდაპირი გამოსახულებიდან სიმბოლურ წარმოდგენებზე გადავიდნენ. ეს ევოლუცია წინ უფრო მარადიულ და ელეგანტურ ვიზუალურ ენას წამოწევს. შესაბამისად, ეტიკეტზე კლასიკური კვლევის ხელსაწყოების მინიმალისტური ილუსტრაციებია წარმოდგენილი, იქნება ეს ვინტაჟური ბინოკლი თუ ძველი ფარანი, რომლებიც, თავის მხრივ, სრულყოფილებისკენ სწრაფვის, ცნობისმოყვარეობისა და ტრადიციების პატივისცემის მეტაფორებს წარმოადგენს.
ეტიკეტზე დატანილი თითოეული ობიექტი მშვიდი მთხრობლის როლს ითავსებს, რაც წარსულსა და აწმყოს, კვლევასა და ასახვას შორის კავშირზე მიუთითებს. ხოლო ტიპოგრაფიული არჩევანი, ტაქტილური ქაღალდის ტექსტურები და მიწიერი ფერთა პალიტრა დიდი ყურადღებით შეარჩიეს, რათა დაოს რეგიონის ხელუხლებელი სილამაზე და მისი ღვინოების გულწრფელი ხასიათი აესახათ. ბრენდის სახელწოდების ყურძნის ჯიშის ეტიკეტით გადაფარვაც სწორედ ამ ნარატივს მიჰყვება და კვლავ თავის ფესვებს მიაგებს პატივს.
უბრალო ეტიკეტზე მეტიაო ამბობენ და თითოეულ მომხმარებელს სენსორულ თუ ემოციურ მოგზაურობაში ეპატიჟებიან…