in

ვიკინგები ჩრდილოეთ ამერიკაში მინიმუმ 1021 წლიდან ცხოვრობდნენ

ანუ, კოლუმბის პირველ მოგზაურობამდე 471 წლით ადრე…

როგორც აღმოჩნდა, ვიკინგები ჩრდილოეთ ამერიკაში ზუსტად 1000 წლის წინ ბინადრობდნენ. ამაზე მეტყველებს ხის ჩარჩოებით დაფარული ნაგებობა, რომელსაც კანადის კუნძულის ნიუფაუნდლენდის ჩრდილოეთ წვერზე მიაკვლიეს. გამოდის, “კოლუმბის აღმოჩენამდე” ამერიკის ტერიტორია ვიკინგებმა ბევრად ადრე აითვისეს…

მართალია, ვიკინგების მიერ ამერიკის კონტინენტის შორეულ წარსულში ათვისებაზე საუბარი აქამდეც იყო, თუმცა ზუსტი დათარიღება და ფაქტები უცნობი იყო. ხოლო დათარიღების ახალმა ტექნიკამ – “მზის ქარიშხლის” გამოყენებამ აჩვენა, რომ დასახლება 1021 წლით თარიღდება, კოლუმბის პირველ მოგზაურობამდე 471 წლით ადრე.

“ვიკინგების მოგზაურობა უნდა აღიწეროს როგორც სიახლისა და რესურსების აღმოჩენის წყურვილი. მაგალითად, მიიჩნევა, რომ ისინი გრენლანდიიდან ახალ მიწებს ხის რესურსის მოსაპოვებლად ეძებდნენ” – აღნიშნავს გეოლოგი და კვლევის ხელმძღვანელი მაიკლ დი, გრონინგენის უნივერსიტეტიდან.

ახალი კვლევა ოთხ ხის ობიექტზე იყო ფოკუსირებული, რომელიც L’Anse aux Meadows-ში იქნა ნაპოვნი. ამ ტერიტორიაზე გათხრები 1960-იან წლებში დაიწყო. გაურკვეველია, როგორ გამოიყენებოდა ეს ნივთები. თითოეული მათგანი ლითონის ხელსაწყოებით იყო მოჩუქურთმებული. აქედან სამი მათგანის ხის ზრდის რგოლები რადიონახშირბადული დონის დამახასიათებელ მატებას აჩვენებდა.

ვიკინგების მოგზაურობის ხანა 793-1066 წლებით განისაზღვრება, რაც ტრანსატლანტიკური კვეთის მხრივ ფართო სპექტრს წარმოადგენს. დათარიღების ახალი მეთოდი ემყარება ფაქტს, რომ “მზის ქარიშხალი” ხის წლიური ზრდის რგოლებში გამორჩეულ რადიონახშირბადულ სიგნალს წარმოქმნის. ამასთან, მეცნიერებისთვის ცნობილია, რომ 992 წელს მზის შტორმი იყო – ეს კი მაღალი ენერგიისგან სხივების წარმოქმნას გულისხმობს.

მიუხედავად ამ კვლევის სიზუსტისა, ის თარიღი პასუხგაუცემელი რჩება, როცა ვიკინგებმა პირველად დადგეს ფეხი ამერიკის მიწაზე.  L’Anse aux Meadows, შესაძლოა ვინლანდის ნაწილი ყოფილიყო – რეგიონი ახლანდელი აღმოსავლეთ კანადაში, რომელიც, მე-13 საუკუნის ისლანდიური ტექსტების მიხედვით, ვიკინგებით იყო დასახლებული.

მეცნიერებმა ღორის თირკმელი ადამიანს გადაუნერგეს!

Audi e-tron, მალე, საქართველოში იქნება!