Vikre Distillery — ეს არის ალკოჰოლური სასმელების ბრენდი, რომელიც მთლიანად სახლთან ასოცირდება, როგორც წარმოებისა და დამზადების ტექნიკების, ისე იდეური თვალსაზრისით. ცოლ-ქმრის მიერ შექმნილი ბრენდის მისია კი ადამიანებსა და ჩვენს პლანეტაზეა ფოკუსირებული — ამისათვის შეიმუშავეს ორგანული, ნულოვანი დანაკარგების მქონე პროცესი; სასმელი კი გადამუშავებად ბოთლებში ჩამოისხმება.
ამჯერად დამფუძნებლებს სურთ, თავიანთი ბიზნესი მეტად გააფართოონ და ამისათვის ეფექტური ბრენდინგი, ვიზუალური იდენტობა შეიმუშავეს. „Vikre-ს უფრო სიღრმისეული ბრენდინგი და ამბის თხრობა სჭირდებოდა, რათა მისი სიმბოლური თუ ფუნქციური დატვირთვა მეტად გამოიკვეთოს. ასე ვთქვათ, აუცილებელია, ვიზუალური იდენტობა შინაარსსა და ძირითად საფუძველს ასახავდეს, რაც მთავარ ორიენტირად გვექცა მუშაობის პროცესში“.
შედეგად, ახალი სტრატეგია, ბრენდის იდენტობა, შეფუთვა და კომუნიკაციის ფორმა სიურრეალიზმის ელემენტებს მოიცავს — ასე მიანიშნებენ ექსცენტრიკულობაზე თუ იმ ეფექტზე, რომელიც ალკოჰოლური სასმლის დალევას მოჰყვება.