ზაფხული – მას მთელი დანარჩენი ცხრა თვის განმავლობაში ბავშვივით ველოდებით, რადგან ყოველი ჩვენგანისთვის სიახლის, მზის, სითბოს, თავგადასავლებისა და პოზიტივის საწყისთან ასოცირდება. შუა ზამთარში ოფისში ჯდომისას რამდენჯერ გაგიფიქრებიათ: „როდის მოვა ზაფხული”, ან ტელეფონის სქროლვისას ზღვისა და ბუნების ფოტოს დანახვისას გითქვამთ: „ამ ზაფხულს მეც ასეთ ადგილას წავალ”…
როდესაც ზაფხული დგება, შვებულების ნანატრი დღეები ათვლას იწყებს და მეგობრებთან ერთად გზას დაადგები, ყოველი მომენტის აღბეჭდვა გინდა, ამიტომ იღებ ბევრ, ზოგჯერ უაზრო ფოტოებსა და ვიდეოებსაც, ყველა კადრს იჭერ, რათა მერე მთელი წელი, ისევ ცხრა თვის განმავლობაში, მაგრად გატარებულ ზაფხულზე ილაპარაკო, სამსახურში რუჯით დაბრუნებულმა კი ყველას მოუყვე, თუ როგორი დრო გაატარეთ შენ და შენმა მეგობრებმა. რაღაცებს შეალამაზებ კიდეც, ზოგიერთი მომენტი კი უბრალოდ არ მოიყოლება, მაგალითად, როგორ აგიწყდა შლაპუნა, როცა ქვებით სავსე სანაპიროზე შეზლონგს მიათრევდი, ან როგორ ვერ პოულობდი ადგილს პლიაჟზე, რადგან ხალხით იყო გადატენილი, როგორ ჩაგიხტა მზის ჩასვლის ვიდეოს გადაღების დროს კადრში ვიღაცის ბავშვი…ამ მომენტებს ამბის მოყოლის დროს რატომღაც გვერდზე ტოვებენ ხოლმე, არადა, ისინი ხომ ისტორიის ნაწილია, რომლებზეც მერე ძალიან გვეცინება, როცა ვიხსენებთ. ნამდვილი ზაფხული მარტო კოქტეილის ფოტოები და ოქროსფერი რუჯი არ არის, მას ბევრი ადამიანური მომენტი ახლავს თან, რომლებიც თითოეულ დამსვენებელს გამოუცდია…
სწორედ ამ თემებს ეხმიანება „სელფის” ახალი საზაფხულო კამპანიაც – #ვილაპარაკოთ ნამდვილ ზაფხულზე, რომლის მთავარი გმირებიც ახალგაზრდა მეგობრების ჯგუფია და ისინი ზაფხულისა და დასვენების რეალურ მხარეებს გვიჩვენებენ. ეპიზოდები იმდენად ყოველი ჩვენგანის გამოცდილებიდანაა აღებული, რომ ვიდეოს კი არ უყურებ, არამედ თითქოს თავადაც ამ ვიდეოში ხარ. ეს გმირები აცოცხლებენ იმ კადრებს, რომლებიც, როგორც წესი, კამერის მიღმა რჩება.
ბრენდმა რამდენიმე მხიარული ვიდეორგოლი წარადგინა ჰეშტეგით #ვილაპარაკოთგულწრფელად, სადაც სელფის დადებით მხარეებთან ერთად, მისი მცირე მინუსებიც იყო წარმოდგენილი. მსგავსი კამპანია ბრენდების მხრიდან საკმაოდ იშვიათია და აუდიტორიის საკმაოდ დადებითი უკუკავშირი გამოიწვია.
პლატფორმა „ვილაპარაკოთ” სელფიმ თავის ორი წლის იუბილეს დაამთხვია. ის იმისთვის შეიქმნა, რომ აუდიტორიას მიაწვდინოს სიახლეები და ინოვაციური პროდუქტები, რომლებიც კიდევ უფრო გაამარტივებს ადამიანებისთვის ერთმანეთთან კომუნიკაციას. ამის ნათელი მაგალითია 5G ქსელის დანერგვა, Vodafone Group-თან პარტნიორობა და ლოიალობის პროგრამები, რომლებსაც სელფი თავის მომხმარებელს დაუშურებლად სთავაზობს.
კრედიტები:
Mimosas & Freelance Team
Nino Gordeladze, Natia Kvaratskhelia, Mari Sukhishvili, Irina Sakvarelidze, Sopo Kechkhoshvili, Salome Gordeladze
Elixir Production Studio
Executive Producer – Nata Managadze
Director – Nino Gordeladze
Photographer – Giorgi Nakashidze
Photographer Assistant – Avto Mamulia
Production Manager – Achi Kevlishvili
Production Coordinator – Natashka Doborjginidze
Production Assistant – Iti Keshelava
Production Designers – Tamar Sulakvelidze
Set Dresser – Tazo Bochoidze
Helpers – Ana Qachibaia, Mariam Sulakvelidze
Costume Designer – Elene Gabilaia
Costume Designer Assistant – Nini Natelashvili
Casting Director – Nanuka Sioridze
Make Up – Veriko Bedeladze, Naniko Sulakvelidze
Location Manager – Ana Abashidze
Drivers – Valeri Kevlishvili, Avto Ugulava, Beqa Tsiklauri
Cast – Giorgi Barbakadze, Teona Kublashvili, Jambakur Bakradze, Nanisha Metreveli, Nata Managadze, Achi Kevlishvili, Andria Jaliashvili
Storyboard Artist – Ivane Kipshidze
Post-Production
Editing – Levan Buthkuzi
Motion Design – Koka Kitia
Sound Studio – Avira Sound
Sound Design and Editing – Achi Kevlishvili
Music – Nika Kocharov
Designer – Vano Saginashvili
[R]












