70 წელზე მეტია, რაც Vileda სახლის მოვლის საშუალებებს ქმნის. თუმცდა, ბრენდის ფესვები გაცილებით შორეულ წარსულში მიდის. 1849 წელს, კარლ იოჰან ფროიდენბერგმა, გერმანიის ქალაქ ვეინჰემში, ტყავის ქარხანა Heintze und Sammet გახსნა. პროდუქტის მაღალი ხარისხის დამსახურებით, ქარხანა სწრაფად გაფართოვდა და ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებლად იქცა. ფროიდენბერგს კარგი ანტრეპრენერული ალღო ჰქონდა. ყოველთვის ახერხებდა მომხმარებლისთვის განსხვავებული ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას. ეს ნიჭი მის შთამომავლობასაც ერგო მემკვიდრეობით. Vileda-ს ამბავი მოგვიანებით იწყება, როდესაც ქიმიკოსმა კარლ ლუდვიგ ჰოტებომმა კარლ ფროიდენბერგს სინთეტიკური ტყავის წარმოება შესთავაზა. თავად ბრენდის სახელიც ასე იშიფრება: “wie Leder” ანუ „ტყავის მსგავსი“. პროდუქტით გაჯეტებულ ბაზარზე, მაღალი კონკურენციის მიუხედავად, სინთეტიკურმა ტყავმა მომხმარებლის ყურადღება მიიქცია და უკვე მერამდენე ათწლეულია, ხარისხით იწონებს თავს. ბრენდი საქართველოშიც არის წარმოდგენილი. Vileda-ს განვითარებასა და პროდუქტებზე კომპანიის ბრენდ მენეჯერი თაკო ზაუტაშვილი გვესაუბრა.
M: ვილედას ისტორია 1948 წლიდან იწყება. რამ უზრუნველყო ბრენდის ასეთი ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობა?
Vileda არის გერმანული ჰოლდინგის FREUDENBERG ჯგუფის ერთ-ერთი ბრენდი, რომელიც 73 წელია აწარმოებს სახლის დასუფთავების პრემიუმ ხარისხის პროდუქციას. ის მუდმოვად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და ქმნის ინოვაციურ პროდუქტებს, სწორედ ამიტომ, Vileda არის მოწინავე ბრენდი სახლის მოვლის საშუალებების მიმართულებით, რომელიც მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში, არ ღალატობს კონცეფციას, დასუფთავება დიასახლისისთვის იყოს მარტივი, კომფორტული და ხარისხიანი.
M: როგორ განვითარდა ბრენდი დღემდე? როგორია მისი მასშტაბები მსოფლიოში?
ბრენდს აქვს პროდუქტების განვითარების ცენტრი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც სფეროს ექსპერტები მუშაობენ არსებული ასორტიმენტის გაუმჯობესებაზე და ახალი პროდუქტების შექმნაზე. Vileda წარმოდგენილია როგორც ევროპისა და აზიის კონტინენტზე, ასევე ამერიკაში. მას ჰყავს ერთგული მომხმარებლების უდიდესი ჯგუფი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
M: რა არის ბრენდის მთავარი სავიზიტო ბარათი დღეს?
ბრენდის სავიზიტო ბარათი გერმანული ხარისხია, რომელიც უძლებს დროს.
M: მიმოვიხილოთ პროდუქტები, რა გამოარჩევს ვილედას ასორტიმენტს ბაზარზე?
უკვე 15 წელია წარმოდგენილი ვართ ქართულ ბაზარზე და შემოგვაქვს თითქმის სრული ასორტიმენტი. ესენია: იატაკის საწმენდი მოწყობილობები, ტილოები, სახეხები და ღრუბლები, ხელთათმანები, საშრობები, საუთოო მაგიდები და მათი გადასაკრავები. ასორტიმენტში საწმენდი საშუალებების ფორმა, ფერი და ყველა მახასიათებელი ფუნქციურია.
პანდემიის პერიოდში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ჰიგიენის შენარჩუნება, ამის საპასუხოდ, შეიქმნა პროდუქტების ჯგუფი, რომელიც ზედაპირებიდან აშორებს ბაქტერიების 99%-ს მხოლოდ წყლით, დამატებითი ქიმიური ხსნარების გარეშე. ესენია ტილო-მიკროფიბრები და იატაკის მოპები. ასევე „ორთქლის მოპი“, რომელიც კლავს ბაქტერიების 99%-ზე მეტს, წმენდს და ადენზიფიცირებს ზედაპირს.
M: როდის გამოჩნდა „ვილედა“ საქართველოში და რა შედეგები აქვს კომპანიას ჩვენს ბაზარზე?
Vileda საქართველოში გამოჩნდა 2006 წელს და მალევე გახდა მოწინავე დასუფთავების ინდუსტრიაში, შესაბამისად, გაიზარდა ჩვენი მომხმარებლების აუდიტორია და გაყიდვების არხები. დღესდღეობით, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ესაა წამყვანი ბრენდი არის ქართულ ბაზარზე.
M: რით დაიმსახურა ბრენდმა მოწონება ქართველი მომხმარებლებისგან?
მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი გაჯერებულია დასუფთავების ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანით, მაინც დგას ხარისხიანი საშუალებების დეფიციტი. ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას პასუხობს Vileda-ს დაპირება – ხარისხი.
M: როგორია, დღეს, ვილედას პროდუქციის გავრცელების არეალი?
„ვილედა“ იყიდება მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც ქსელურ, ასევე არაქსელურ და ონლაინ მაღაზიებში.
M: როგორ ხედავთ ბრენდის ქართულ ბაზარზე განვითარების პერსპექტივას?
Vileda-ს უკვე აქვს წარმატების ისტორია. ბრენდის ძალა და რესურსი კი გვაძლევს საფუძველს, ვიმუშაოთ მისი პოზიციების კიდევ უფრო გამყარებასა და მეტი უნიკალური მომხმარებლის შეძენაზე.
[R]