Vileda სისუფთავეზე მზრუნველი ბრენდია, რომელიც 70 წელია მსოფლიო ბაზარზეა. მისი მთავარი ღირებულება მაღალი ხარისხია, რაც სახლის დალაგებას სასიამოვნო პროცედურად აქცევს. გარდა ყოველდღიური მოხმარების საწმენდი საშუალებებისა, Vileda მუდმივად ზრუნავს სიახლეების დანერგვასა და ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნაზე, რომელიც სახლის უფრო მარტივად და ხარისხიანად დასუფთავებაში გეხმარებათ.
2006 წელს ბრენდი საქართველოშიც შემოვიდა და მას შემდეგ წარმატებით ყიდის თავის პროდუქციას ჩვენს ქვეყანაში. ყველა ახალი პროდუქტი, რომელიც მის საერთაშორისო ბაზარზე იქმნება, ჩვენთანაც შემოდის. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:
ვილედა ტურბო სმარტი
იატაკის საწმენდი საშუალებაა, რომლის გამოყენებაც ნებისმიერი ტიპის ზედაპირზე შეგიძლიათ. მას აქვს ტევადი სათლი, რომელშიც ირეცხება კიდეც ტილო და პედალზე ფეხის დაჭერით, მარტივად იწურება. ტურბო სმარტი ბაქტერიების 99%-ს მხოლოდ წყლით აშორებს, ზედმეტი დანამატების გარეშე. მისი მოხმარებისას არ დაგისველდებათ ხელი, მიკროფიბრას კი სარეცხ მანქანაში გარეცხავთ. იოლად აღწევს რთულად მისადგომ კუთხეებში, რისი წყალობითაც, თქვენი სახლის ნებისმიერი წერტილი მუდამ დასუფთავებული იქნება.
ვილედა ულტრამაქსი
ასევე იატაკის საწმენდი მოპია, რომელიც ყველანაირი ტიპის იატაკზე შეგიძლიათ, გამოიყენოთ. მოჰყვება სისტემა, რომელშიც გარეცხავთ და გაწურავთ ტილოს. ტილოს 100%-იანი მიკროფიბრა აქვს, რომელიც ყველაზე რთულად მოსაშორებელ ლაქებს, წებოვანებასა და თმასაც მარტივად აშორებს იატაკის ზედაპირიდან.
პრომისტ მაქსი
ეს არის სპრეი მოპი, რომლის საწმენდის თავი 180 გრადუსით ტრიალებს, რაც მისი მოქნილობის ხარისხს აუმჯობესებს. აქვს ორმხრივი მიკროფიბრის ზედაპირი, რომელიც შეგიძლიათ, გამოიყენოთ მონაცვლეობით და დაზოგოთ თქვენი დრო. პროდუქტს მრავალჯერადი რეზერვუარი მოჰყვება, რომელშიც სპრეი ისხმევა და წმენდისას სითხე იატაკზე გადმოიფრქვევა. პრომისტ მაქსიც ყველა ტიპის ზედაპირზე გამოიყენება.
ორთქლის მოპი
„შეიგრძენი სისუფთავე” – ეს Vileda-ს ცნობილი სლოგანია. პრემიუმ ხარისხის პროდუქციის მწარმოებელი ბრენდი გარდა ჩვენი სახლების სისუფთავისა, გარემოზეც ზრუნავს და ცდილობს, ისეთი ტექნოლოგია გამოიყენებს, რომელიც გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკებს მინიმუმამდე შეამცირებს.
[R]