in

ვილენდორფის ვენერას წარმომავლობა იტალიას უკავშირდება — კვლევა

ვილენდორფის ვენერა გამყინვარების პერიოდიდან შემორჩენილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სკულპტურაა, თუმცა მისი წარმომავლობა ამ დრომდე უცნობი იყო. მართალია, ის ავსტრიაში იპოვეს, მაგრამ იქ ოოლიტის საბადოები არ არის — სწორედ ამ მასალისგანაა ამოკვეთილი ნამუშევარი.

შესაბამისად, აშკარა იყო, რომ ფიგურა ავსტრიაში “დიდი მოგზაურობის” შედეგად მოხვდა. ახლა კი გეოლოგებმა და ანთროპოლოგებმა დაადგინეს, რომ ვენერა ჩრდილოეთ იტალიური ოოლიტებისგან არის დამზადებული. გამოდის, სკულპტურამ 400 კილომეტრის მანძილი გაიარა.

კვლევის ფარგლებში ვენის უნივერსიტეტის მეცნიერმა გერჰარდ ვებერმა ერთგვარი რენტგენის კომპილაცია გამოიყენა. ეს უკანასკნელი ცნობილია, როგორც მიკრო კომპიუტერული ტომოგრაფია. მისი მეშვეობით, ვებერმა დეტალურად შეისწავლა ნამუშევრის ინტერიერი. ტომოგრაფიამ იურული პერიოდის ნარჩენები გამოავლინა, რამდენიმე უფრო დიდ, ძალიან მკვრივ მარცვლებთან — ლიმონიტებთან ერთად. მარცვლების ზომებიდან გამომდინარე, ვენერა ზუსტად ემთხვევა იტალიის გარდას ტბას გარემოს.

მართალია, მისი მსგავსი სხვა ქანდაკებებიც არსებობს, რომელთაც დიდი მკერდი, დუნდულები და ბარძაყი აქვს, მაგრამ ვილენდორფის ვენერა მაინც უნიკალურია. სხვა ცნობილი ნიმუშების უმეტესობა მოჩუქურთმებულია სპილოს ძვლის ან ქვისგან. ასევე, ავტორებმა დაასკვნეს, რომ ვილენდორფის ვენერას ნახევარსფერული ღრუები თანდათან გაჩნდა და წინასწარ განზრახული არ ყოფილა.

Sony-ის კამპანიაში ვიდეოთამაშ GT7-ის მანქანები 20-სართულიან 3D ბილბორდზე განათავსეს

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ 8 მარტის შეთავაზება ქალებს