in

VILI – “ონლაინ ჰიპერმარკეტი ხარისხიანი პროდუქციით, ფართო არჩევანითა და დაბალი ფასებით”

პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა „ონლაინ“ სერვისები და პირველ რიგში, ეს საკვები პროდუქტების ყიდვასა და მიტანას შეეხო. ბევრი კომპანია, სწორედ ამ პერიოდში ადაპტირდა და თავისი სერვისები ახალ მოთხოვნებს მოარგო. თუმცა, ბაზარზე სრულიად ახალი მოთამაშეებიც გამოჩნდნენ. მათ შორის, ერთ-ერთია „ონლაინ“ ჰიპერმარკეტი „ვილი“, რომელიც დამფუძნებლების თქმით, ბაზარზე ხარისხიანი პროდუქციით, ფართო არჩევანითა და დაბალი ფასებით გამოირჩევა.

„ჩვენთან, მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს, როგორც ადგილობრივი ფერმერების მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის პროდუქცია, ისე სხვა სურსათი და საყოფაცხოვრებო საქონელი. კურიერების მაღალკვალიფიციურ გუნდს კი, შენაძენი სახლის კარამდე მიაქვს“. 

ვილის“ მიწოდების სერვისი სრულიად უფასოა. თუმცა, მომხმარებელს კომპანიის გუნდის წახალისების მიზნით, მიტანის სასურველი საფასურის მითითების საშუალება ეძლევა. სერვისის მაქსიმალური მოქნილობისთვის, მომხმარებელს შეუძლია შენაძენი დაგეგმოს რამდენიმე საათით ან დღით ადრე ან აირჩიოს სწრაფი მიტანა, რომელიც 90 წუთის განმავლობაში ხორციელდება.

„ჩვენი საწყობი, სადაც უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ყველა ნორმაა დაცული, მხოლოდ „ონლაინ“ შეკვეთებზეა ორიენტირებული. „ვილის“ თანამშრომლები მუდმივად ზრუნავენ პროდუქტების განახლებაზე, შენახვის სტანდარტების დაცვასა და ხარისხზე, რათა მომხმარებლებს საუკეთესო შთაბეჭდილებები და გამოცდილება შეუქმნან“.

კომპანიაში ამბობენ, რომ მომხმარებლების მაქსიმალურ კომფორტსა და თავისუფლებას მათზე დახვეწილი აპლიკაციით, მუდმივი ინოვაციებითა და მათზე მორგებული მაღალი ხარისხის სერვისით უზრუნველყოფენ.

მაინც რა გამოარჩევს ვილის?

  • პრემიუმ ხარისხის ფერმერული პროდუქცია
  • სხვა სურსათისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ფართო არჩევანი
  • დაბალი ფასები
  • უფასო მიტანა. ამასთან, შეკვეთის წონა შეუზღუდავია
  • „ვილის“ კვალიფიციური კურიერების მომსახურება
  • მხოლოდ ონლაინ გაყიდვებზე ორიენტირებული სერვისი, რომელიც შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, “ვილის” მომხმარებლებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს
  • მაქსიმალური კომფორტი – “ვილი” პასუხისმგებელია პროდუქციის ხარისხზე, აგროვებასა და მიტანაზე
  • მომხმარებლის უწყვეტი 24/7 მხარდაჭერის სერვისი
  • „ბარკოდის“ სკანერი აპლიკაციაში, რომლის დახმარებითაც მომხმარებელს მარტივად შეუძლია სასურველი პროდუქციის კალათაში დამატება

ეს სწორედ ის უპირატესობებია, რის გამოც ბევრმა მომხმარებელმა უკვე აირჩია “ვილი”.

 

[R]

ისევ, შიშველი ხელებით! – ანუ ველოტრეკიდან ველოსერვის Hippo Velo-მდე

მუსიკის მენეჯმენტი Straus Entertainment-ის სახელით – წარმოგიდგენთ ქართულ საერთაშორისო სტარტაპს