in

„ვილი“: „ყველა შენაძენი, თბილისის ნებისმიერ მისამართზე, შეუზღუდავი რაოდენობით უფასოდ მიგვაქვს“

VILI-ის ისტორია პანდემიის დასაწყისს უკავშირდება. შევამჩნიეთ, რომ იცვლებოდა რეალობა, ცხოვრების სტილი და მოხმარებლის ქცევაც სხვაგვარი ხდებოდა. მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა საკვები პროდუქტებისა და სხვა სამომხმარებლო ნივთების შინიდან გაუსვლელად შეძენასა და მიტანის სერვისზე, რამაც შესაბამისად, გაზარდა უკვე არსებული ონლაინ სავაჭრო პლატფორმების დატვირთვა, წარმოქმნა პროდუქციის დეფიციტი, ფასების ზრდა და ახალი ონლაინ სუპერმარკეტების საჭიროებაც. – გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ისეთი ონლაინ სივრცე, რომელიც უპასუხებდა არსებულ გამოწვევებს, რაც იმ დროისთვისაც იყო და დღესაც აქტუალურია. რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, 2021 წლის იანვრის ბოლოს ჩავუშვით ჩვენი ონლაინ პლაფორმა და მივიღეთ პირველი შეკვეთები. ჩვენი საქმიანობის მთავარ მიმართულებას წარმოადგენს ონლაინ ჰიპერმარკეტი, სადაც განთავსებულია როგორც ყოველდღიური მოხმარების ნივთები, ასევე ფერმერული მიმართულების პროდუქცია.

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ისეთ სფეროებში გამოცდილი ადამიანებისგან, როგორებიცაა: ტექნოლოგია, მარკეტინგი, ლოგისტიკა, საცალო ბიზნესი და კომერცია.

„ვილი“ მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი დროითი დანაკარგის გარეშე, შეიძინოს და მოიმარაგოს მისთვის სასურველი პროდუქცია: ხილბოსტნეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ჰიგიენური თუ სახლის მოვლის საშუალებები და სხვა. ონლაინ ჰიპერმარკეტის ასორტიმენტი დაახლოებით, 1500 დასახელების პროდუქტს მოიცავს, სადაც ქართული ფერმერული ნაწარმის საკმაოდ ფართო არჩევანია. ეს, თავის მხრივ, ადგილობრივ ფერმერებს საშუალებას აძლევს პროდუქცია ონლაინ ჰიპერმარკეტის საშუალებით გაყიდონ. ჩვენთვის ხარისხის შენარჩუნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ამიტომ ყოველდღიურად ახალი და მხოლოდ უმაღლესი ხარიხსის აგრო მიმართულების პროდუქციით ვავსებთ „ვილის“ დახლებს. თბილისის მაშტაბით, ყველა შენაძენი ნებისმიერ მისამართზე შეუზღუდავი რაოდენობით მიგვაქვს და რაც ყველაზე მთავარია, მიწოდების სერვისი ჩვენთან უფასოა, ანუ მომხმარებლი იხდის მხოლოდ პროდუქციის საფასურს. ამასთან, „ვილის“ ონლაინ ჰიპერმარკეტში მომხმარებელს შეუძლია შეკვეთა დაგეგმოს წინასწარ, რამდენიმე საათით თუ დღით ადრე, რაც მას დროის უფრო ეფექტურად გამოყენების საშუალებასაც აძლევს.

პირველ ეტაპზე, მუშაობა ტექნოლოგიაზე და კომერციული მიმართულებით ძლიერი პარტნიორების მოძებნაზე დავიწყეთ. დიდი დრო წაიღო ინფრასტურქტურისა და შიდა პროცესის მოწესრიგებამ. გაშვების შემდგომაც არ იყო მარტივი ამ სპეციფიკურ ბიზნესში საოპერაციო მიმართულების ოპტიმალურად გამართვა, თუმცა დღეს, ოპერირების კუთხით საკმაოდ დახვეწილ სერვისს ვთავაზობთ მომხმარებელს.

ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა პირველ რიგში ის, რომ ჩვენ პროდუქცია შეუზღუდავი რაოდენობით მიგვაქვს მომხმარებლის სახლის კარამდე და რაც მთავარია, მიტანის სერვისი უფასოა. ასევე, ჩვენი უპირატესობაა პროდუქციის მუდმივად მაღალი ხარისხი და კონკურენტული ფასები. ამას გარდა, მომხმარებელს ვთავაზობთ სატელეფონო მომსახურებას, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია შეკვეთა განათავსოს, როგორც აპლიკაციიდან და ვებგვერდიდან, ასევე, სატელეფონო ზარის საშუალებით. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი ქოლცენტრის ოპერატორები მომხმარებელს ამომწურავ ინფორმაციას აწვდიან პროდუქციისა და მომსახურების შესახებ.

განვითარების ამ ეტაპზე, ინვესტორების მოძიება დავიწყეთ. ეს საშუალებას მოგვცემდა კიდევ უფრო სწრაფად შეგვძლებოდა კომპანიის განვითარება. შარქ თენქის შესახებ ვიცოდით და მონაწილეობისთვის მომზადება დავიწყეთ. გავაანალიზეთ და ჩამოვაყალიბეთ ის საკითხები, რის მოგვარებაშიც უნდა დაგვხმარებოდა პროექტში მონაწილეობა და გამარჯვება.

Shark Tank-ში გამარჯვებით მოვიპოვეთ 143,000 ლარის ინვესტიცია, რაც ამ ეტაპზე, კომპანიის სწრაფი განვითარებისათვისაა საჭირო. შარკების სახით, ჩვენს გუნდს შემოემატნენ გამოცდილი ბიზნეს პარტნიორები და რა თქმა უნდა, კომპანიის ცნობადობაც გაიზარდა.

მოპოვებული თანხის ნაწილი კომპანიის არსებული ავტოპარკის განახლებასა და ახალი ავტომობილების შეძენას მოხმარდება, ხოლო დანარჩენი თანხა მარკეტინგის მიმართულებით დაიხარჯება. მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომის შედეგად, კომპანია ძალიან სწრაფად განვითარდება, გავზრდით პროდუქციის ასორტიმენტს გვექნება ბევრი სიახლეები ჩვენი მომხმარებლებისათვის და ასევე გავაფართოებთ ვილის მომსახურების არეალს.

 

ლაშა სტურუა – იდეის თანაავტორი


„შარქ თენქს“ საქართველოში პირველი არხი, Sony Pictures და სტენლი შოუ წარმოგვიდგენს. ასევე, შოუს გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი და VISA.

Marvel-მა სტენ ლის სახელის გამოყენების უფლება მიიღო

„საქკაბელი“ – ქართული ხარისხიანი წარმოების 60-წლიანი ისტორია