in

Vilimilis-ის შეფუთვა ქალებს რეალობისგან გაქცევას სთავაზობს

გახსენდებათ ბრენდი, რომელიც ამ სამყაროდან გაქცევას გთავაზობთ? სავარაუდოდ არა, მაგრამ ახლა ამის შესახებ მოგიყვებით — Vilimilis პრემიუმ ტკბილეულის ბრენდია, რომელიც ტკბილი სამყაროს შეთავაზების გარდა, ქალებს რეალობისგან გაქცევაში ეხმარება. იგი წარმოადგენს ფანჯარას, რომელიც მათ პატარა სამყაროში გახედვის საშუალებას აძლევს, სადაც შეუძლიათ გაიხსნან და იყვნენ ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან. 

გაქცევის იდეაზე დაყრდნობით, ფანჯარა ბრენდის შეფუთვის დიზაინის საფუძვლადაც კი გამოიყენეს. თითოეულ პროდუქტზე წარმოდგენილი ილუსტრაციები ქალის შინაგან სამყაროს ასახავს, მისი სრული დიდების გამოსავლენად კი ყუთის გახსნაა საჭირო.

ხოლო იმის გამო, რომ ყველა ქალი უნიკალურია ბრენდმა მრავალი პერსონაჟი შექმნა, რომლებიც თავიანთი თვისებებითა და მახასიათებლებით თითოეული პროდუქტისთვის განსხვავებულია. ასე კი ყველა ქალი შეძლებს საკუთარი თავის პოვნას Vilimilis-ის ფანჯარაში. ამ ეტაპისთვის 4 განსხვავებულ პერსონაჟს წარმოგვიდგენენ. 

ჯემი

ის მშვიდი და წყნარია, გულში პატარა გოგონა ჰყავს, რომელიც ხშირად წარმოიდგენს თავის ბავშვობას, სადაც ყველაზე უდარდელი დღეები გაატარა. 

Შოკოლადის ფილები

დედოფალივით თავდაჯერებული და მიზანდასახულია. ოცნებებით ის საკუთარ სამეფოში მიემგზავრება, რათა დაჯდეს ძლევამოსილ ტახტზე და ხალხმა გააღმერთოს.

შოკოლადის ჩხირები

ჩვენი სამყაროს მსგავსად, იდუმალი, ელეგანტური და ამოუცნობია. თავის ფანტაზიებში გარე სამყაროს უსაზღვრო სივრცეში მიცურავს და წარმოიდგენს ახალ გალაქტიკებს, რათა გამოიკვლიოს და აღფრთოვანდეს.

შოკოლადის ნუში

მხიარულია, ანიმაციური და ცნობისმოყვარე. მის ფანტაზიას არაჩვეულებრივ სამყაროში მიჰყავს, სადაც ყოველ ნაბიჯზე ხვდება რაღაც ახალს, რაც მას გაოცებულს ტოვებს და ახალ ენერგიასაც აძლევს.

ახლა კი, რახან უკვე ყველა მათგანი დავახასიათეთ, დაფიქრდით, რომელ პერსონაჟში დაინახეთ საკუთარი თავი ან, თუნდაც, თქვენი მეგობარი… ხოლო, თუ მსგავსება ვერცერთთან იპოვეთ მაშინ, Vilimilis-ის ახალი პერსონაჟების გამოსვლას უნდა დაელოდოთ. 

საინტერესოა ისიც, რომ ბრენდის დიზაინზე Doping Creative Agency-მ იმუშავა.

ხელები ჩვენს ემოციებს ამჟღავნებს — კვლევა

პირველი კრიპტო გადახდა საქართველოს  სასტუმრო სექტორში „ეპიზოდში“ განხორციელდა