in

Krtsanisi Villa Residence-ის ახალი პროექტი და სამშენებლო კომპანიის სამომავლო გეგმები

Villa Residence Apartments „კრწანისი ვილა რეზიდენსის“ ახალი პროექტია, რომლის განსახორციელებლადაც, როგორც თავად ამბობენ, სპეცილურად შეარჩიეს ურბანული ხმაურისგან დაშორებული, პრესტიჟული, მშვიდი და ეკოლოგიურად სუფთა ადგილი.

BOG
BOG

ანა გაგუა („კრწანისი ვილა რეზიდენსის“ მარკეტინგისა და გაყიდვების განყოფილების უფროსი): თანამედროვე ადამიანები სულ უფრო და უფრო ხშირად ირჩევენ გამწვანებულ, ხმაურისგან მოშორებულ ადგილს საცხოვრებლად, თუმცა, ცენტრთან სიახლოვე მაინც რჩება პრიორიტეტად. „კრწანისი ვილა აპარტმენტსი“ ქალაქის ცენტრიდან მხოლოდ 5 წუთის სავალ გზაზეა, კრწანისის ქ.#14ა-ში შენდება. საცხოვრებელი სახლი ადვილად მისადგომია კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტით. Villa Residence Apartments წარმოადგენს 10 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს, რომლშიც განლაგებულია 54 ბინა, დახურული საცურაო აუზი, სპორტდარბაზი და ლობი-ბარი სტუმრებისთვის.  შენობის სიახლოვეს მდებარე  სკვერი და სარეკრეაციო ზონა იდეალურ გარემოს ქმნის განტვირთვისთვის.

[fbvideo link=”https://business.facebook.com/villaresidence.ge/videos/vl.1966734520207717/2020585224839443/?type=1″ width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

 

M: ბაზარზე დიდი კონკურენციაა. რა უპირატესობები აქვს Villa Residence Apartments?

როცა პროექტზე მუშაობა დავიწყეთ, გადაწყვიტეთ, გამოგვეყო პუნქტები, რომლებიც ჩვენი აზრით, კომფორტისთვის აუცილებელია. ესენია: უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალა, გამწვანება, რომელმაც მაცხოვრებლებს სიმშვიდის შეგრძნება უნდა მიანიჭოს და სასტუმროს ტიპის მომსახურება, რომ ადამიანებს დაცვაზე, დასუფთავებასა თუ მცენარეების მოვლაზე ხშირად ისედაც შეზღუდული დროის ხარჯვა თავად არ მოუწიოთ. Villa Residence Apartments-ის ბინები მოიცავს სხვადასხვა ტიპის გეგმარებას, რაც მყიდველს საშუალებას აძლევს, მათვის სასურველი ბიუჯეტის ფარგლებში შეიძინონ ბინა. კლიენტი ოთახების განლაგებასა და დიზაინს თავად წყვეტთ, თუმცა, კონსულტაციას სიამოვნებით გაუწევენ ჩვენი გამოცდილი დიზაინერები და არქიტექტორები. მყიდველს ვთავაზობთ ოპტიმალურ გეგმარებას, თითოეული კვადრატის მაქსიმალურად სწორად დასაგეგმად. ბინები თეთრი კარკასის მდგომარეობაში ბარდება, მაგრამ სურვილის შემთხვევაში, გვაქვს რემონტის სერვისის მომსახურებაც.

M: გადახდის რა პირობებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

მუდმივად ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ და შევიმუშავოთ გადახდის მოქნილი პირობები, რადგან, ბინის შეძენის დროს მომხმარებლისთვის ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საცხოვრებელი ფართების შეძენისას მსურველებისთვის კომპანიაში მოქმედებს შიდა უპროცენტო განვადება მშენებლობის დასრულებამდე და 10 წლიანი საბანკო სესხი. ხოლო ბინის ღირებულების ერთიანი გადახდის შემთხვევაში კლიენტებს დამატებით ვთავაზობთ 5%-იან ფასდაკლებით სარგებლობას.

M: თქვით, რომ კომპანიის ერთ-ერთი მთავარია ღირებულება გამწვანებაა. როგორც წესი, სამშენებლო ბიზნეში, რთულია ამ საკითხის დარეგულირება.

ეკოლოგიურად სუფთა გარემო და მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი ზომისა თუ სპეციფიკის საცხოვრებელი ობიექტების შეთავაზება Krtsanisi Villa Residence-ისთვის არჩეული კურსია. ამის დადასტურებაა უკვე დასრულებული პროექტი „კრწანისი ვილა რეზიდენსი”, რომელიც თაუნჰაუსებს, ვილებსა და ბინებს აერთიანებს. წარმოიდგინეთ სიმწვანეში ჩაფლული საცხოვრებელი კომპლექსი ეს Krtsanisi Villa Residence-ია. აღსანიშნავია ისიც, რომ სიმწვანეში ცხოვრება სულაც არ ნიშნავს ქალაქის ცენტრიდან მოწყვეტას.

M: რას იტყვით მშენებლობის ხარისხზე?

კომპანიის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მშენებლობაზე გამოიყენება მხოლოდ ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები. Villa Residence Apartments გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურით, ფასადი მოპირკეთებული იქნება ბუნებრივი ტრავერტინის ქვით. მშენებლობაზე გამოიყენება ბედეგის იზობლოკი, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხის ხმო და თბო იზოლაციით.  საცხოვრებელ  სახლს დახვეწილობას მატებს ლითონისა და ნაწრთობი მინის ელემენტებით გაწყობილი აივნის მოაჯირეები, მუქი ფერის ალუმინის კარ-ფანჯრები ფასადზე. Villa Residence Apartments არის 25%-მდე ენერგოეფექტური შენობა, რითიც კომუნალური ხარჯების მნიშვნელოვნად დაზოგვას გულისხმობს.

M: რაც შეეხება სამომავლო გეგმებს . . .

Krtsanisi Villa Residence-ის სამომავლო გეგმებში თბილისის ცენტრალური უბნების ათვისებაც შედის, თუმცა, კომპანიის ხედვა მომავალშიც არ შეიცვლება: ჰარმონიული შეთანხმება გარემოსთან, სიმშვიდე და კომფორტი ის კომპონენტებია, რომლებიც „კრწანისი ვილა რეზიდენსის“ ყველა პროექტისთვის საერთო იქნება.

[R]

ქუთაისის „ტორპედოს“ ისტორიული ლოგო განახლდა

ერთი “მე” და მილიარდობით უნიკალური “შენ”! – Coca-Cola-ს ემოციური გზავნილი სუპერთასის ვიდეორგოლში