in

ქართველი მხატვრისა და გერმანულ ბრენდ Villeroy&Boch-ის შემოქმედებითი კოლაბორაცია!

გერმანული კომპანია Villeroy&Boch 1748 წელს დაარსდა, დღეისათვის, მისი პროდუქცია, მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. გერმანული ფაიფურის ნაწარმის, მათ შორის ჭურჭლის, შეძენა 10 წელია რაც შესაძლებელია საქართველოშიც. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, „ვილეროი და ბოხის” ქართულმა წარმომადგენლობამ, ბრენდის მესვეურებთან შეთანხმებით, განსაკუთრებული და ექსკლუზიური ნაწარმის შექმნა გადაწყვიტა. ინიციატივის შედეგი ქართველი მხატვრის – რუსუდან ფეტვიაშვილის ესკიზით მოხატული „ვილეროი და ბოხის” ჭიქების ლიმიტირებული გამოშვება „სიყვარული და ჰარმონია ურთიერთობაშია”, რომლის შეძენა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ნომერ 1-შია შესაძლებელი. პირველი კოლაბორაციის წარმატების პირობებში, შესაძლოა ველოდოთ ბრენდისა და რუსუდან ფეტიაშვილის თანამშრომლობას სხვა პროექტების ფარგლებშიც. თანამშრომლობის დეტალებსა და პერსპექტივებზე მარკეტერი „ლუქსი ინტერიერის“ დამფუძნებელს („ვილეროი და ბოხის“ ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში) – გიორგი მახათაძეს და პროექტში მონაწილე მხატვარს – რუსუდან ფეტვიაშვილს ესაუბრა: 

BOG
BOG
ნიკოლა ვილეროი და გიორგი მახათაძე

გიორგი მახათაძე – „ლუქსი ინტერიერის“ დამფუძნებელი („ვილეროი და ბოხი“-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში)

M: როგორ გაჩნდა ქართველ მხატვართან თანამშრომლობის იდეა და როგორ შეათანხმეთ იდეის განხორციელება „ვილეროი და ბოხთან”?
10 წელია რაც თბილისში გაიხსნა „ვილეროი და ბოხის“ ბრენდ მაღაზია. ამ თარიღის აღსანიშნავად, გვინდოდა, რაღაც განსაკუთრებული და ქართული გაგვეკეთებინა. „ვილეროი და ბოხს“ აქვს თანამშრომლობის გამოცდილება, მეტნაკლებად ცნობილ ხელოვანებთან. გაგვიჩნდა იდეა, ქართველი მხატვრის დახმარებით, ჩვენც შეგვექმნა პროდუქტი. თავიდან, თბილისის ისტორიული მიმზიდველობის წარმოჩენა გვინდოდა, თუმცა, ჩვენს მაღაზიაში ტურისტები იშვიათად გვსტუმრობენ, ამიტომ, ვიფიქრეთ შიდა მომხმარებლისათვის საინტერესო იქნებოდა, სიმბოლური დატვირთვის მქონე ილუსტრაცია დაგვეტანა ჭიქებზე. დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ რომელი ქართველი მხატვარი შეძლებდა დაგვხმარებოდა ამ საქმეში. ჩემმა მეუღლემ, ნათია ფოფხაძემ, მომაწოდა აზრი რომ საინტერესო იქნებოდა იმ ადამიანის ხელოვნების გაშუქება, რომელიც განსაკუთრებული, საყვარელი და ახლოა ქართველებისათვის და ამავე დროს, მსოფლიო მაშტაბიტაც ცნობილია. ამიტომაც, ჩვენი არჩევანი შეჩერდა რუსუდან ფეტვიაშვილზე.

M: როგორ შეირჩა ჭიქაზე დასატანი ილუსტრაცია და რა პერსპექტივა აქვს ამ თანამშრომლობას?
რუსუდანმა აირჩია „ვილეროი და ბოხის” მიერ შემოთავაზებული სამი ჭიქიდან ერთ-ერთი. ბრენდმა გვიკარნახა რა ზომის ნახატის დატანა იყო შესაძლებელი ჭიქაზე. რუსუდანმა შექმნა რამდენიმე ილუსტრაცია და ამ პროცესში ის თავისუფალი იყო შემოქმედებით არჩევანში. მის მიერ შექმნილი რამდენიმე ესკიზიდან, ჭიქაზე ერთ-ერთის შესრულებაზე შევჯერდით. შემდეგ კი, შერჩეული ნახატი გადავუგზავნეთ კომპანია, შესაბამისი პარამეტრებისა და ფორმატის გათვალისწინებით. მათ დაამუშავეს და გამოუშვეს ჭიქები რუსუდანის ესკიზებით. აღსანიშნავია, რომ „ვილეროი და ბოხის” წარმომადგენელს – ნიკოლა ლუკ ვილეროის, რომელიც ვილეროის ოჯახის წარმომადგენელი და ჭურჭლის ხაზის ხელმძღვანელია, ძალიან მოეწონა ჩვენი თანამშრომლობის შედეგი, შესაბამისად, შესაძლოა, ქართველი მხატვრის მიერ, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში მოხატული გერმანული ბრენდის ჭურჭელი, სერიულ წარმოებაშიც ჩაეშვას და მსოფლიოს მასშტაბითაც გაიყიდოს.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/villeroybochgeorgia/videos/1572972562722804/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

რუსუდან ფეტვიაშვილი – მხატვარი 

M: „ვილეროი და ბოხთან“ თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილ ესკიზზე მოგვიყევით.. რატომ შეარჩიეთ მის თემად „სიყვარული და ჰარმონია ურთიერთობებში”?
ეს შემოთავაზება მოდიოდა „ვილეროი და ბოხის“ ხელმძღვანელობიდან, ბატონი გიორგი მახათაძისგან. თავიდან ვფიქრობდით, თბილისის ხედები დაგვეტანა, შემდეგ, გადაწყვიტეს, ჩემთვის, როგორც შემოქმედისთვის, თავისუფლება მოეცათ. თავიდან მინდოდა, რომ ისტორიაზე ყოფილიყო დაფუძნებული ესკიზი. ვიფიქრე, რომ ვახტანგ გორგასლის მიერ თავისი დის გამოხსნის თემას ავიღებდი. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ვიწრო თემატიკა იყო, გადავწყვიტე საყოველთაო თემა ამეღო და ეს იყო სიყვარული, რომელიც ყველასთვის ასეთი ახლო და შთამაგონებელია. გოგოსა და ბიჭის სიყვარული, რომელიც შესაძლოა სირთულესთან იყოს დაკავშირებული, თუმცა, გულწრფელი და ამაღლებული სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს. ეს ესკიზი ჰარმონიულ ურთიერთობას გამოხატავს. 

M: საჭიროების შემთხვევაში, თუ ხართ მზად გერმანულ ბრენდთან შემდგომი თანამშრომლობისთვის?
ბატონ ნიკოლა ვილეროის, რომელიც არის ბრენდის შემქმნელების შთამომავალი და კომპანიის დირექტორი, ძალიან მოეწონა „ვილეროი და ბოხის” ქართული წარმომადგენლობის 10 წლის იუბილეზე წარმოდგენილი ჩვენი ერთობლივი ნამუშევარი. ის აღფრთოვანებული იყო ამ ჭიქით და ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სამომავლო გეგმებზე ვიფიქროთ. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, რამდენიმე სრულფასოვანი ესკიზი გავაკეთე, რომლებიც ფიგურატიულად სხვაგვარად გამოიყურებოდა, თითოეული მათგანი სიყვარულის თემაზეა. ვფიქრობ, თანამშრომლობის გაგრძელების შემთხვევაში, ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის გაკეთება შეიძლება. 

ახალი ამბების გავრცელების რეკორდული სისწრაფე, NOW-ის პრინტ კამპანიაში!

მილიონობით მოზარდის დაკარგული ბავშვობა! – UNICEF-ის ემოციური ანიმაცია