in

Vimeo-მ ახალი AI ფუნქციები შეიმუშავა — რისთვის გამოიყენება ისინი?

M2

Vimeo ვიდეოს რედაქტირების პროცესს ყველასთვის ამარტივებს… არ აქვს მნიშვნელობა, ექსპერტი ხართ თუ მწირი ცოდნა გაქვთ ამ მიმართულებით. ერთ-ერთი გამორჩეული ფუნქცია ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული სკრიპტებია — მოთხოვნის საფუძველზე, თუ რაზე უნდა იყოს შინაარსი ან როგორი განწყობა უნდა გასდევდეს, AI ინსტრუმენტი ავტომატურად აგენერირებს შესაბამის ტექსტს.

ამასთანავე, ახალი ფუნქციის მეშვეობით, მარტივად ამოიჭრება საუბრისას სიტყვებს შორის „გაჩენილი“ უხერხული პაუზები. თანაც ამას ყოველგვარი დამატებითი ძალისხმევის გარეშე აკეთებს — მომხმარებელმა უბრალოდ უნდა მიუთითოს, რისი რედაქტირება სურს და სხვა ყველაფერი ავტომატურად მოხდება.

„ხელოვნური ინტელექტი ახალ შესაძლებლობებს გვიხსნის ვიდეო რედაქტირების მიმართულებით. ნებისმიერ ინდივიდს ან კომპანიას შეუძლია, მიმზიდველი, პროფესიონალური კონტენტი შექმნას, ზედმეტი ძალისხმევის თუ ცოდნის გარეშე“, — ამბობს Vimeo-ს პროდუქტის მთავარი ხელმძღვანელი, აშრაფ ალკარმი.

რამდენად მოქმედებს რეკომენდაციები ყიდვის გადაწყვეტილებაზე? — Reddit-ის კვლევა

კალამზე გადატანილი ისტორია  — „950 წელი დავით აღმაშენებლის დაბადებიდან“