7
მარ
2017

რებრენდინგი: ერთერთ უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო კომპანია VimpelCom-ს ამიერიდან VEON ერქმევა

7 მარ 2017

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კომპანია VimpelCom მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო პროვაიდერების პირველ შვიდეულში შედის. ის ფაქტი, რომ VimpelCom-ის ლოგო “ბილაინის” ლოგოს იდენტურია იმით აიხსნება, რომ ეს უკანასკნელი VimpelCom-ის შვილობილი კომპანიაა, სადაც, “ბილაინის” გარდა, კიდევ ხუთი პროვაიდერია გაერთიანებული, სხვადასხვა ქვეყნიდან: Kyivstar – უკრაინა, Wind – იტალია და საბერძნეთი, Djezzy – ალჟირი, Mobilink – პაკისტანი, Banglalink – ბანგლადეში.

BOG PLUS

 

VimpelCom-ში სიახლეა. სატელეკომუნიკაციო და ციფრული სერვისების პროვაიდერს ამიერიდან VEON ერქმევა და როგორც კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ განხორციელდა კომპანიის სრული ტრანსფორმაცია და გლობალური კომუნიკაციის კომპანიიდან ვიმპელკომი გლობალურ ტექნოლოგიურ კომპანიად გარდაიქმნა. ამიერიდან, VEON რევოლუციურ ინტერნეტ პლატფორმას შესთავაზებს მობილურის მილიონობით მომხმარებელს. კომპანიის ძველი ლოგო, რომელზეც 2005 წელს დიზაინერმა ვულფ ოლინსმა იმუშავა, Beeline-ის კონცეფციასთან იყო კავშირში და ფუტკრის (bee) ვიზუალს ასახავდა, რაც ნაკლებად იყო დაკავშირებული VimpelCom-ის სახელთან და ქმნიდა შთაბეჭდილება, თითქოს, ლოგო და კომპანიის სახელიც სრულიად შემთხვევით შეარჩიეს. ახალი სახელწოდებაც (VEON) შემთხვევითია, თუმცა, უფრო მარტივად წარმოსათქმელი და დასამახსოვრებელი, ხოლო ლოგო არის დიდი, ყვითელი ლათინური “V”. ახალი ბიზნეს მოდელი 27 თებერვალს იხილა საზოგადოებამ, მსოფლიო მობილურ კონგრესზე, ბარსელონაში.

 

VEON-ისთვის შეიქმნა სამი ტიპის ფონტი: ქართული, ლათინური და რუსული.

რებრენდინგზე იმუშავეს სააგენტოებმა Landor და Moving Brands.

განხილვა