in

ვინ აღმოაჩინა Tayc თბილისში

ცნობილი ფრანგი მომღერალი Tayc-ის ახალ კლიპში თბილისის ქუჩები გამოჩნდა. კლიპზე Starcom Georgia-ს პარნიორნმა ქართულმა გუნდმა Madweather Production-მა იმუშავა. გადაღებებისა და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ კი ამ სტატიაში ფროდაქშენის დამფუძნებლები შოთა და სანდრო ალანიები გვესაუბრნენ.

Madweather Production ბაზარზე უკვე 3 წელია არსებობს და თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ გამოცდილი პროფესიონალების გუნდით, სიუჟეტებისადმი გატაცებითა და ვიზუალურად მიმზიდველი კონტენტის შექმნით არა მხოლოდ ქართულ, არამედ ევროპულ და ამერიკულ ბაზარზეც უკვე კარგი რეპუტაციის მოპოვება შეძლო.

როგორც სანდრო გვიამბობს, Madweather Production-ის დაარსების იდეა ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის დროს გაჩნდა, როდესაც ის რეჟისურასა და კინემატოგრაფიას სწავლობდა.

“ამერიკაში დაგროვილმა გამოცდილებამ და ცოდნამ გამიღვივა სურვილი, რომ სულ გადასაღებ მოედანზე ვყოფილიყავი.”

სანდრო და შოთა აღნიშნავენ, რომ ფროდაქშენის დაარსებიდან მალევე დაიწყო პანდემია, რასაც შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომი მოყვა, მაგრამ მიუხედავად ამ სირთულეებისა, მაინც შეძლეს პარტნიორების მოძიება და პირველი მუსიკალური კლიპიც გადაიღეს.

“Tayc-ის მუსიკალური კლიპი ერთ-ერთი პირველი მასშტაბური გადაღება იყო ჩვენთვის. ისკიც ძალიან დიდი იყო, რადგაც საერთოდ არ გვქონდა მომზადებისთვის განკუთვნილი დრო. გვიწევდა მუდმივი კომუნიკაცია ფრანგ პროდიუსერთან და მსახიობების, ადგილების, ტექნიკის დეტალების გავლა ტელეფონით ან ვიდეოზარით.”

როგორც შოთიკო გვიამბობს, როცა საქმე მუსიკალური ვიდეოს შექმნას ეხება ისეთი რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი არსებობს, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო თუ გინდა, რომ ნამუშევარი ხელოვანისთვისაც და აუდიტორიისთვისაც მისაღები აღმოჩნდეს, მაგალითად: არტისტის ხედვის სწორად აღქმა, კონცეფტუალიზაცია და სთორითელინგი, ვიზუალური ესთეტიკა და ვიდეოს ხარისხი, არტისტის ნიჭის სწორად წარმოჩენა და სხვა. შესაბამისად ამ ყველაფრის კარგად დაგეგმვა და შემდეგ აღსრულება მარტივი არ არის. Madweather Production-მა კი ყველაფრის მოგვარება და გადაღება სულ რაღაც 4 დღეში შეძლო.

ზოგადად ვიდეო კლიპების გადაღების მოსამზადებელი პერიოდი დაახლოებით 2-3 კვირაა, ჩვენ კი სულ რაღაც 2 დღეში შევძელით ეს პროცესები მოგვეგვარებინა და მომდევნო 2 დღეში გადაღება დაგვესრულებინა“.

შოთა და სანდრო ამჟამინდელ და სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრნენ და აღნიშნავე, რომ ამ ეტაპზე მათთვის მთავარია რაც შეიძლება მეტ უცხოურ კომპანიას და პროდიუსერს გააცნონ Madweather Production და საქართველო.

ა თქმა უნდა, რთულია ეს პროცესი – ნდობის მოპოვება, პროფესიონალიზმის ჩვენება, უცხო ქვეყანაში ჩასვლის რისკი, მაგრამ უკვე დავაგროვეთ საკმარისი გამოცდილება, ჩვენი პორტფოლიოც დღითიდღე იზრდება და დამკვეთებსაც უფრო უღრმავდებათ ჩვენ მიმართ ნდობა.”

[პარტნიორის კონტენტი]

Nike-ის „გამოფხიზლებული ქალღმერთები“ და პერფორმანსული კამპანია

იდეები ამ ზაფხულს თბილისში ჩარჩენილებისთვის – როგორ გავატაროთ ზაფხული, თუ შვებულებაში ვერ გავდივართ