in ,

თავდასხმა ბიბლუსში! ვინ არის ამირანი? [EXCLUSIVE]

რამოდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიბლუსში ადგილი ჰქონდა გაურკვეველ მოვლენას, რის გამოც დილით ადგილზე მისულ პერსონალს არეულობა დახვდა, ჩამოშლილი თაროები და დამტვრეული მაგიდები. ერთადერთი უცხო ელემენტი რაც იპოვეს იყო ოქროს მედალიონი ძველ ქართული წარწერით – „ამირანი“. შემდგომ გამოჩნდა უსაფრთხოების კამერების მიერ ჩაწერილი მასალა, სადაც დაკეტილ მაღაზიაში ჩანს უცნაურ ტანისამოსში გამოწყობილი, სამი უცნობი პირის სილუეტი. ვიდეოში ჩანს, რომ ერთ-ერთ მათგანს თავს ესხმის დანარჩენი ორი. პროცესში ზიანდება ავეჯი და იყრება წიგნები. სავარაუდოდ, ამ დროს დაიკარგა მედალიონი, რომელიც აღოაჩინეს ძირს დაყრილ წიგნებს შორის.

თქვენ ალბათ გახსოვთ რამოდენიმე კვირის წინ ჩვენს მიერ გამოქვეყნებული სტატია უცნაურ, ეგრეთ წოდებულ პარტიზანულ მარკეტინგულ კამპანიაზე, რომელიც ბილბორდებითაც იყო გამყარებული. კამპანიას აერთიანებდა საერთო მესიჯი – „აქ იყო ამირანი“. [სტატია იხილეთ აქ]

იქიდან გამომდინარე, რომ ბილბორდებზე იყო კომიქსური ტიპის ნახატები და მათში დეტალური დაკვირვებისას იკითხებოდნენ ნაცნობი კომიქსის გმირების ელემენტები, ბევრს გაუჩნდა აზრი, რომ ეს კამპანია ქართული კომიქსის უნდა ყოფილიყო.
დღეს, ჩვენ ხელში ჩაგვივარდა საინტერესო ნამუშევარი, რომელიც ნამდვილად წარმოადგენს კომიქსის გარეკანს და მას „ამირანი“ აწერია. ახლა კი გთხოვთ დააკვირდეთ უფრო დეტალურად ამ ყდას, სადაც წარმოდგენილია სავარაუდოდ მამა-შვილი და მამას ხელში ნაცნობი მედალიონი უჭირავს.

კომიქსი ამირანი

შესაბამისად, შეგვიძია დავასკვნათ, რომ ბიბლუსში მომხდარი „ინციდენტი“  „აქ იყო ამირანი“-ს კამპანიის ნაწილი იყო. ნათელია, რომ  პირველი ქართული კომიქსი „ამირანი“ გამოდის გაყიდვაში და ის ბიბლუსის წიგნების მაღაზიათა ქსელში გაიყიდება. ჩვენ დავუკავშირდით ბიბლუსის წარმომადგენლებს, მათ ეს ფაქტი დაგვიდასტურეს და გვითხრეს, რომ „ამირანი“-ს წარდგენა მკითხველების წინაშე მოხდება 13 თებერვალს ,19:00 საათზე, ბიბლუსის ჭავჭავაძის ფილიალში – “ბიბლუს გალერეაში” და ამავე დღეს გაიყიდება პირველი ნომერიც.

მათი განცხადებით, ყოველი თვის 8 რიცხვში გამოვა კომიქსის ახალი ნომერი, რომელიც გაიყიდება „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში.

არტისტების ბრძოლა ანტიისლამური პოსტერების წინააღმდეგ

თბილისის თოჯინების თეატრის მსახიობების ვიდეო პორტფოლიო.