ის ინჟინრები, რომლებიც ქნიან და მართავენ AI სისტემებს, სულ უფრო ღირებულნი ხდებიან კომპანიებისთვის, რომლებიც ამ ან მონათესავე ინდუსტრიას წარმოადგენენ. გასაკვირი არ არის, რომ მათ მომსახურებაზე მოთხოვნა აღემატება მიწოდებას.
მაგრამ რა არის AI ინჟინრის როლი? რა კვალიფიკაცია სჭირდება მას ამ როლის მისაღებად? შეიძლება თუ არა არსებული დეველოპერების გუნდიდან AI ინჟინრის გადამზადება? ვეცდებით, ამ კითხვებს გავცეთ პასუხი.
რა არის AI ინჟინრის როლი?
AI ინჟინერი ავითარებს, აპროგრამებს, ავარჯიშებს და განათავსებს AI მოდელებს. ბოლოდროინდელ გამოკითხვაში კომპანიების 86%-მა განაცხადა, რომ AI მათი ბიზნესის ცენტრალური ფიგურა გახდა.
თუკი მონაცემთა მეცნიერი ფოკუსირებულია ბიზნეს იდეებისა და მოქმედი მონაცემების მოძიებაზე და ამოღებაზე დიდი მონაცემთა ნაკრებიდან, AI ინჟინერს ევალება AI აპლიკაციის ალგორითმების შემუშავება და აპლიკაციის ინტეგრირება კომპანიის უფრო ფართო ტექნიკურ გარემოში.
ინჟინერი, რომელიც ორიენტირებულია ალგორითმებზე, შეიძლება ასევე იყოს ცნობილი როგორც მანქანური სწავლების (ML) ინჟინერი. ადამიანი, რომელიც სპეციალიზებულია ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციების ორგანიზაციის სხვა ტექნოლოგიასთან ინტეგრირებაზე, შეიძლება ცნობილი იყოს როგორც AI არქიტექტორი. გარდა ამისა, პროფესიონალს, რომელიც ორიენტირებულია კოდის დაწერაზე, შეიძლება ჰქონდეს AI დეველოპერის ტიტული.
იმის გამო, რომ AI ინჟინრის სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილია ხელოვნური ინტელექტის გამოყენება რეალურ სამყაროში, მათ უნდა გაიგონ კომპანიების წინაშე მდგომი პრობლემები და იპოვონ გზები, რომლითაც ხელოვნური ინტელექტი დაეხმარება მათ მოგვარებაში. ეს ხშირად მოიცავს სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობას და სხვების გათვითცნობიერებას ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის შესახებ.
AI ინჟინრის ხელფასი და შეღავათები
AI ინჟინრები მაღალკვალიფიციური და მაღალანაზღაურებადი კადრები არიან. ZipRecruiter იტყობინება, რომ ხელოვნური ინტელექტის ინჟინრის საშუალო ხელფასი წელიწადში 158,000 დოლარს აღემატება, ყველაზე მაღალშემოსავლიან პირებს ყოველწლიურად სთავაზობენ 288,000 დოლარს (წყარო: venturebeat) AI ინჟინერია არის გონივრულად დაგეგმილი კარიერა, რადგან AI სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
რა არის საჭირო იმისთვის, რომ გახდეთ AI ინჟინერი
- შესაბამისი, ფორმალური განათლება, სულ მცირე, ბაკალავრის ხარისხით.
- ტექნიკური და/ან მონაცემებთან მუშაობის დიდი გამოცდილება.
- კოლეგებთან პროექტებზე პროდუქტიული თანამშრომლობის უნარები.
მიუხედავად იმისა, რომ AI-ს სპეციფიკური კურსები მუდმივად ემატება საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, ბევრმა AI ინჟინერმა თავისი სპეციალობა სერტიფიკატებითა და რამდენიმე კურსით შეისწავლა.
ზოგადად, ითვლება, რომ AI ინჟინრებს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი სჭირდებათ ისეთ სფეროებში, როგორიცაა კომპიუტერული მეცნიერება, IT, მონაცემთა მეცნიერება ან სტატისტიკა. ზოგიერთ პოზიციას შეიძლება დასჭირდეს მაგისტრის ხარისხიც.
ყველაზე მთავარი, რაც უნდა იცოდეს AI ინჟინერმა
AI ინჟინრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი არის მინიმუმ ერთი პროგრამირების ენის ცოდნა. იდეალურ შემთხვევაში, განმცხადებლებს უნდა ჰქონდეთ მრავალ ენაზე მუშაობის გამოცდილება, რადგან ზოგიერთმა კომპანიამ შეიძლება ამჯობინოს სხვადასხვა ენაზე მუშაობა სხვადასხვა პროექტზე. ამიტომ რაც უფრო მრავალფეროვანია გამოცდილება, მით უკეთესი.
- Python
- C++
- JavaScript
- Java
- C#
- Julia
- Shell
- R
- TypeScript
- Scala
ეს იმ ენების ჩამონათვალია, რომელიც მომავალმა AI ინჟინერმა შეიძლება გამოიყენოს. მანქანური სწავლების აპლიკაციებისთვის პითონი არის ყველაზე პოპულარული ენა, ხოლო ზოგადად პროგრამირების ენებს შორის კი მსოფლიოში მე-3 ადგილს იკავებს, ამიტომ როცა კომპანია AI ინჟინერს ეძებს, პითონის მოთხოვნა უკვე თავისთავად იგულისხმება ხოლმე.
AI მოდელებთან მუშაობის გამოცდილება
მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი პროგრამირების ცოდნა მნიშვნელოვანია, ინჟინრებს ასევე სჭირდებათ ხელოვნური ინტელექტის სპეციფიკური გამოცდილების დაგროვება. ხელოვნური ინტელექტის მოდელების შექმნა და სწავლა უნიკალური პრაქტიკაა და ვინც დაინტერესებულია AI კარიერით, ეძებს მრავალფეროვან შესაძლებლობებს ამ გამოცდილების შესაქმნელად.
ფორუმები და გაცვლითი პლატფორმები, როგორიცაა GitHub, კარგი ადგილებია AI პროექტების მხარდაჭერისთვის.
მათემატიკური უნარები
ხელოვნური ინტელექტის ინჟინრებს სჭირდებათ მათემატიკის გამოყენებითი დარგების ცოდნა, როგორებიცაა: ალგებრა და სტატისტიკა. სხვადასხვა მოდელი სხვადასხვა მათემატიკური ცნების გაგებას მოითხოვს.
მონაცემთა წიგნიერება
ხელოვნური ინტელექტის ინჟინრის მუშაობა მონაცემთა ირგვლივ ტრიალებს და მონაცემთა წიგნიერება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია ამ სფეროში შესვლისას. AI ინჟინრებს უნდა შეეძლოთ წაიკითხონ, გაიგონ, გააანალიზონ და გამოიყენონ მონაცემები სხვადასხვა გამოყენების შემთხვევაში.
კრიტიკული აზროვნება
AI ინჟინერიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი არის კრიტიკული აზროვნება. ხელოვნური ინტელექტის მოდელები შეიძლება იყოს გართულებული და პრობლემის გადაწყვეტა იშვიათად არის აშკარა. შედეგად, ამ ტექნოლოგიებით დროული და ზუსტი შედეგების მიწოდება მოითხოვს პრობლემის გადაჭრის სწრაფ, კრეატიულ მიდგომას.
საქმიანი გამჭრიახობა
უნარი, რომელიც ზოგჯერ შეუმჩნეველი რჩება, მაგრამ სასარგებლოა ხელოვნური ინტელექტის ინჟინრებისთვის, არის ბიზნეს კონცეფციების სწორი გაგება. ოპერაციების ოპტიმიზაცია და პროდუქტის გაუმჯობესება არის AI-ის გამოყენების ყველაზე გავრცელებული შემთხვევები ბიზნესისთვის, ამიტომ AI ინჟინრებმა უნდა გაიგონ, როგორ მუშაობს ეს პროცესები. AI ეფექტური აპლიკაცია უნდა გამოხატავდეს იმას, თუ როგორ მუშაობს კომპანია.
კომუნიკაციის უნარი
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ზოგადი უნარია კომუნიკაცია. ხელოვნური ინტელექტის ინჟინრებს უნდა შეეძლოთ, მარტივ ენაზე აუხსნან თავიანთ არატექნიკურ კოლეგებს, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებით დაეხმარონ გუნდებს მიზნების მიღწევაში.
თანამშრომლობა
ხელოვნური ინტელექტის ინჟინრებს უნდა ჰქონდეთ გუნდური მუშაობის შესანიშნავი უნარები. ისინი ღია უნდა იყვნენ გამოხმაურების მისაღებად და სხვა დეპარტამენტის თანამშრომლებთან სამუშაოდ, რათა გაიგონ არსებული გამოწვევები.
დროის მენეჯმენტი
ხელოვნური ინტელექტის მოდელების შექმნა, ტესტირება და დანერგვა ხშირად შრომატევადი პროცესია და დროის მართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ დეველოპერების 83% „გადამწვარია” სამსახურისგან, რისი მთავარი მიზეზიც მაღალი დატვირთვაა. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის ინჟინრებს შეიძლება მცირე კონტროლი ჰქონდეთ სამუშაო დატვირთვაზე, მათ შეუძლიათ თავიანთი ჩვევების ისე ადაპტირება, რათა მაქსიმალურად სწორად გამოიყენონ ისინი. რა თქმა უნდა, კომპანიის კულტურა და ძლიერი მენეჯმენტი მნიშვნელოვანია ასეთი ღირებული პროფესიონალების ფორმის შენარჩუნებისთვის.
გამოცდილება შესაბამის ტექნოლოგიებთან
ხელოვნური ინტელექტის ინჟინრებმა ასევე უნდა მიიღონ გამოცდილება შესაბამის ტექნოლოგიებში. შესაბამისი მონაცემების შეგროვება და ხელოვნური ინტელექტის მოდელების დანერგვა სავარაუდოდ მოიცავს ისეთ ტექნოლოგიებთან მუშაობას, როგორიცაა IoT, რობოტები და ღრუბლოვანი გამოთვლები.