in

ვინ არის ძვირფასი დროისა და დიდი ძალისხმევის “ქურდი”? – Syoss-ის რეკლამა

ჩვეული დილა, სხვა მნიშვნელოვან დეტალებთან ერთად, თმის მოვლით იწყება. ზოგი ბევრ დროსა და ძალისხმევას ხარჯავს იმისთვის, რომ თმა და ვარცხნილობა არაჩვეულებრივად გამოიყურებოდეს, ზოგიც კი დავარცხნით შემოიფარგლება. ასეა თუ ისე, მოწესრიგებული თავი ყველასთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუმცა, როდესაც დიდ ქალაქში ცხოვრობ და ნამდვილ “ქურდთან” გაქვს საქმე, ძლივს მოწესრიგებული თავის შენარჩუნება არც თუ ისე მარტივი საქმეა. სწორედ ასე გამოიყურება Syoss-ის ახალი სარეკლამო ვიდეორგოლი და ის დაუნდობელი “ქურდი”, რომელსაც მთელი ნაშრომის მომენტალურად წყალში ჩაყრა შეუძლია – ალბათ, არავისთვისაა უცხო ის მომენტი, როდესაც მეტროდან თმააწეწილი გამოდიხარ. თუმცა, ერთი განსაკუთრებული ქალბატონი მაინც ახერხებს ყოველ დილით თმის იდეალურ ფორმაში შენარჩუნებას…

 

ჩვენ რუსთაველის ქვეყნიდან ვართ! შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე! JWT Metro-ს ნამუშევარი

“ღრუბლის არქიტექტორები” – ქართული ანიმაციური პროექტი, ცაში აფრენილი ბუშტების თავგადასავალზე