ვინ შეიძლება ყველაზე უკეთ წარმოაჩინოს Dodge-ის ავტომობილები, თუ არა თვით ვინ დიზელმა, ან თუ გნებავთ, დომენიკ ტორეტომ?! Dodge-მა მომხმარებელს, ახალ ავტომობილებთან ერთად, არაჩვეულებრივი და ძალიან ეფექტური კამპანიაც შესთავაზა, რომელზეც სააგენტო GSD&M-მა იმუშავა. Brotherhood of Muscle-ის ფარგლებში, სამი სარეკლამო რგოლი შეიქმნა, Monsters, Shepherds და Rally Cry სამივე მათგანში ვინ დიზელი მონაწილეობს. გასაკვირი ნამდვილად არ არის, რომ მასთან ერთად Dodge-ის ავტომობილი მთელი თავისი ხიბლით გვევლინება, მსახიობის ხმა და საუბრის მანერა, კომპანიის ბოლო ქმნილებების მანევრირებასთან ერთად, ნამდვილად თავბრუდამხვევ სანახაობას გვთავაზობს.
https://www.youtube.com/watch?v=5tdOE-MCEIU
https://www.youtube.com/watch?v=VOx4CCbVQjE
https://www.youtube.com/watch?v=yB6k7Q_uXks










