2
Dec
2019

ვინ გადაარჩენს სანტას? – საშობაო ზღაპარი “მინიონებში”

2 Dec 2019

წინასაშობაო სამზადისი მთელ მსოფლიოში დაიწყო. ყველა ემზადება ახალი წლისთვის, მათ შორის არიან გასართობი და სადღესასწუალო ცენტრები. ჩვენ გაჩვენებთ, თუ რა ხდება მინიონების ბავშვთა და მოზარდთა სადღესასწაულო ცენტრში ახალი წლის პერიოდებში და რა საშობაო ზღაპარს უმზადებს ცენტრი ბავშვებს. საქმე ისაა, რომ სანტა განსაცდელშია! “ვინ გადაარჩენს სანტას?” ზღაპარს, ამ სახელწოდებით, სადღესასწაულო ცენტრ “მინიონებში” პირველი დეკემბრიდან შეგეძლებათ ეზიაროთ. სიუჟეტის თანახმად, ბოროტი მინიონი და გრინჩი, სანტას და ბავშვების წინააღმდეგ იბრძვიან, თუმცა, პატარების დასახმარებლად, ოლაფი, მინიონი და ელფი მოდიან. გრინჩის მიერ დატყვევებული სანტას განთავისუფლებას ისინი სხვადასხვა ინტელექტუალური და სპორტული თამაშებით ეცდებიან. როგორ დასრულდება ზღაპარი? გაანთავისუფლებენ სანტას? ამას 1 დეკემბრიდან გაიგებთ.

 

[R]

განხილვა