in ,

ვინ გაზომავს საქართველოში სატელევიზიო რეიტინგებს? ბაზარზე ახალი მოთამაშე შემოდის!

პირველ იანვარს სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი ახალი კომპანია TMI (Tri Media Intelligence) 20-მდე ქართული სატელევიზიო არხის რეიტინგს წარადგენს. შედეგად, ბაზარზე უკვე ორი მოთამაშე იქნება.

TMI-ს დირექტორი ცოტნე მირცხულავა ამბობს, რომ კომპანია, KANTAR MEDIA-სთან ერთად, წარმოადგენს უფრო დიდ და დაბალანსებულ პანელს (600-მდე შინამეურნეობა); თანამედროვე ფიფლმეტრებს; ექნება მეტი არხის გაზომვის საშუალება, რეგიონალური და პატარა ტელევიზიების ჩათვლით და მარტივი და მომხმარებელზე მორგებული პროგრამული უზრუნველყოფა (InfoSys+), რომელიც იძლევა ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზის საშუალებას. ბაზარზე 2005 წლიდან არსებული კომპანია TV MR GE-ის დირექტორი ნინო გოგოლაძის თქმით, უკვე ცნობილია, რომ ბევრი კომპანია, კვლავ ექსკლუზიურად მათთან ითანამშრომლებს, ცვლილება ნეგატიურად იმოქმედებს ბაზრის განვითარებაზე და, შესაძლოა, სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის შემცირებაც კი გამოიწვიოს.
რას სთავაზობენ მომხმარებლებს კომპანიები და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ბაზარზე ორი კომპანიის ოპერირებას?! მარკეტერი თემით დაინტერესდა და კომპანიის წარმომადგენლებს ესაუბრა:

ცოტნე მირცხულავა TMI-ს დირექტორი: TMI 2015 წლიდან წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე სატელევიზიო tmi-intelligenceაუდიტორიის მზომ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს ხელმომწერთა სამიზნე სეგმენტის სამომხმარებლო ქცევის მრავალმხრივ შესწავლას. TMI, KANTAR MEDIA-სთან თანამშრომლობით, საქართველოში ქმნის სატელევიზიო აუდიტორიის მზომ უახლეს სერვისს. ორგანიზაციის ჩამოყალიბების პროცესში შესწავლილი და გათვალისწინებული იქნა KANTAR MEDIA-ს სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობის გამოცდილება და ექსპერტთა რეკომენდაციები. TMI, KANTAR MEDIA-სთან ერთად, მოხარულია kantar-mediaსაქართველოს მედია ინდუსტრიას შესთავაზოს თვისობრივად ახალი და ზუსტი ზომვის სერვისები. ჩვენი მისიაა დავამკვიდროთ სატელევიზიო აუდიტორიის ზომვის მსოფლიო სტანდარტები და ხელი შევუწყოთ სატელევიზიო ინდუსტრიის განვითარებას. რაც შეეხება ჩვენ ძირითად უპირატესობებსა და სიახლეებს, რომლებსაც ვთავაზობთ ბაზარს: უფრო დიდი და დაბალანსებული პანელი (600-მდე შინამეურნეობა); თანამედროვე ფიფლმეტრები; უფრო მეტი არხის გაზომვის საშუალება, რეგიონალური და პატარა ტელევიზიების ჩათვლით; მარტივი და მომხმარებელზე მორგებული პროგრამული უზრუნველყოფა (InfoSys+), რომელიც იძლევა ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზის საშუალებას; სტუმრისა და დროში წანაცვლებული ყურებადობის რეიტინგები, რაც დღემდე საქართველოში არ იზომებოდა და ა.შ. TMI 1 იანვარს თავის კლიენტებს წარუდგენს 20-მდე ქართული სატელევიზიო არხის რეიტინგებს. 2016 წლის დასაწყისიდან დაემატება 24-მდე ახალი არხი. ასე რომ, შემდეგ წელს მედია ინდუსტრიას მიეწოდება 40-მდე ქართული არხის რეიტინგები და 20-მდე არხის მონიტორინგი. აღსანიშნავია, რომ იმ ტელეკომპანიების რეიტინგებიც გაიზომება რომლებიც ჩვენი ხელმომწერები არ იქნებიან. ტელევიზიის გადასახდელი ტარიფი დამოკიდებულია მის რეიტინგზე, ასე რომ რთულია თქმა უფრო მაღალი იქნება ფასი თუ არა. მცირე და რეგიონალური ტელევიზიებისთვის გათვალისწინებული გვაქვს მნიშვნელოვანი ფასდაკლებები, რაც მათ ხელს შეუწყობს ჩვენი სერვისის შეძენაში. დამატებით, სარეკლამო კომპანიებისთვის შემუშავებული გვაქვს მოქნილი ტარიფი, რომელიც ბაზარზე არსებულ ფასზე დაბალი იქნება. ჩვენი უპირატესობები გვაძლევს ზუსტი და სანდო ზომვის საშუალებას, რაც ყველასთვის მომგებიანია. გაიზომება ის არხები, რომლებიც დღემდე არ იზომებოდა. ასე რომ, მათ გაუჩნდებათ შესაძლებლობა, შევიდნენ სარეკლამო ბაზარზე და მიიღონ შემოსავალი. სარეკლამო კომპანიები და ტელეკომპანიები ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით უფრო უკეთსად, ადვილად და პროფესიონალურად დაგეგმავენ სარეკლამო კამპანიებს, რაც საბოლო ჯამში რეკლამის განმთავსებლებისათვისაც მომგებიანი იქნება. რაც შეეხება KANTAR MEDIA -ს, (www.kantarmedia.com) ეს არის მულტინაციონალური, სატელევიზიო აუდიტორიის მზომი, მსოფლიო ინდუსტრიის ლიდერი კომპანიაა. KANTAR MEDIA ორმოცდაათზე მეტი ქვეყნის სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვის გამოცდილება აქვს და 22,000-ზე მეტ მომხმარებელს სანდო მონაცემებით, მათზე მორგებული პროდუქტებითა და ინოვაციური სერვისებით უზრუნველყოფს.

tvmrge-nieslenნინო გოგოლაძე TV MR GE-ის დირექტორი : სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი 2015 წელს, გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით, 20%-ით შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ ბაზარზე არსებულ თითოეულ მოთამაშეს უფრო ნაკლები შემოსავალი აქვს, ვიდრე შარშან ქონდა. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, საიდან გამოიძებნა საკმაოდ დიდი ინვესტიცია ახალი კომპანიის დასაფინანსებლად, ხომ არაა ეს კიდევ ერთი მცდელობა შეიქმნას პოლიტიკური გამზომი, როგორც ეს 2007 წელს მოხდა. მაშინდელმა ხელისუფლებამ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მეშვეობით შეიძინა გამზომი მოწყობილობები და გადასცა ისინი კომპანია „ბი-სი ჯი კვლევას“, რეიტინგების გაზომვის მიზნით. იმ პერიოდში ჩვენმა კომპანიამ Music box-ისა და სარეკლამო სააგენტოების გარდა, ყველა კონტრაქტორი სატელევიზიო კომპანია დაკარგა. თუმცა, მოგვიანებით ეს თანამშრომლობა აღდგა, ვინაიდან, მათ მიიღეს დაბალი სტანდარტის, გაუგებარი მომსახურება, ხოლო კონკურენტმა კომპანიამ სატელევიზიო რეიტინგების გაზომვა შეწყვიტა. ბაზარზე არსებობის 11 წლის განმავლობაში ჩვენ მუდამ ვვითარდებით. 2016 წლიდან საკვლევი პანელი ფართოვდება 450 ოჯახამდე და მომხმარებლებს აგრეთვე ექნებათ საშუალება მიიღონ განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა, უკეთესი სერვისი. კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველო“, Nielsen-ის სატელევიზიო გაზომვების ოფიციალური პარტნიორია და საქართველოში 2005 წლიდან უწყვეტად აწარმოებს კვლევას. კომპანიამ გაიარა 4 საერთაშორისო აუდიტი, რომელთა დასკვნებიც იყო დადებითი და დადასტურებულია, რომ კვლევა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. 11 წლიანი გამოცდილება სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობაა. ჩვენ ვფლობთ ისტორიული მონაცემების უდიდეს არქივს, რომლის გარეშეც ბაზრის ნებისმიერი მოთამაშე ვერ აკეთებს ანალიზს და ვერ გეგმავს ნებისმიერი სახის სატელევიზიო აქტივობას. ჩვენ ვიყენებთ Nielsen-ის სატელევიზიო გაზომვების უახლეს ტექნოლოგიებს, ლიცენზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფებს, საერთაშორისოდ აღიარებულ კვლევის მეთოდოლოგიის უახლეს სტანდარტებს, რომლებიც გამოიყენება მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე, 30-ზე მეტ ქვეყანაში, ვინაიდან Nielsen-ი ფლობს ყველაზე დიდ საკვლევ პანელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ჩვენი კომპანია სრულად იზიარებს იმ დიდ კაპიტალს, რომელსაც ფლობს ჩვენი გლობალური პარტნიორი, Nielsen-ის სატელევიზიო გაზომვები. მომსახურების გაუმჯობესებასთან ერთად, რა თქმა უნდა, გადაიხედება საფასო პოლიტიკაც. ამ ეტაპზე ვთანამშრომლობთ 34 კომპანიასთან და უწყვეტად ვაწვდით მათ მომსახურებას. ჩვენ არ ვცვლით მომსახურების სტანდარტს და მივაწვდით დამკვეთებს მაღალი ხარისხის კვლევის შედეგებს, რომლებსაც ისინი შეეჩვიენ მრავალი წლის განმავლობაში. უკვე ცნობილია, რომ ძალიან ბევრი კომპანია, კვლავ ექსკლუზიურად ითანამშრომლებს ჩვენთან. რა თქმა უნდა ეს ცვლილება ნეგატიურად იმოქმედებს ბაზრის განვითარებაზე და შესაძლოა, სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის შემცირებაც კი გამოიწვიოს. როგორც ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, პოლიტიკური გამზომის შემოსვლა ბაზარზე განწირულია მარცხისათვის. პოლიტიკური მიზნებით და ინტერესთა კონფლიქტის საფუძვლით შექმნილი კომპანია ვერ იქნება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი და შესაბამისად ვერანაირი შეფუთვით ვერ მიაწვდის ბაზარს სანდო შედეგებს. ბაზარმა ერთხელ უკვე გააკეთა სწორი არჩევანი გასულ წლებში, როდესაც უარი უთხრა პოლიტიკური მიზნებით შექმნილ გამზომს და დარწმუნებული ვარ მომავალშიც იგივე მოხდება.

 

სარეკლამო სააგენტოების წარმომადგენლების თქმით, ბაზარზე ორივე კომპანიის მუშაობის შემდეგ გახდება ცნობილი, საბოლოოდ როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა, გარკვეულ რისკებს მაინც ხედავენ.
სარეკლამო სააგენტო BetterFly-ის დამფუძნებელი დათო ჯაში : რეალურად, ეს არის მედია იარაღი და იქნება დათო ჯაშისიახლე ქართულ ბაზარზე. აქამდე იყო მხოლოდ ერთი მზომი. ვთვლი, რომ ადგილობრივი ბაზარი არც საჭიროებს მეტს. ძალიან პატარაა ჩვენი ქვეყანა და ადგილობრივი ბაზარი იმისთვის, რომ რეიტინგების მზომი ორი კომპანია იყოს. ახალი კომპანიის შემთხვაში, უფრო მეტ კომპეტენტურობას გვპირდებიან. ამბობენ, რომ უფრო დახვეწილი იქნება, ექნება უფრო დიდი პანელი, ანუ გაზომვა უფრო დიდი აუდიტორიის მიხედვით მოხდება. თუმცა, გამიჭირდება რაიმეს მტკიცება, სანამ უშუალოდ პროდუქტს არ ვნახავ. ზოგადად, სააგენტოებისთვის ეს ყველაფერი ცუდი იქნება. მაგალითდ, თუ ერთ მზომველის, მომსახურებაში წელიწადში ვიხდი, დაახლოებით, 24 000 USD-ს, ორის შემთხვევაში თანხა გაორმაგდება. მე, როგორც კომპანიას, მიძვირდება მომსახურება. ან უნდა გავიღო ეს ხარჯი და ან რომელიმე ავირჩიო. მაგრამ მეორე საკითხია. გარკვეული ტელეკომპანიები ირჩევენ ერთ მზომს, სხვა ტელეკომპანიები არიჩევენ მეორეს. შესაბამისად, სრული სურათისთვის ორივეს მომსახურება საჭიროა. ჩემი მოსაზრებაა, რომ ერთი წელი იქნება ძალიან კრიტიკული და საბოლოოდ, მხოლოდ ერთი კომპანია დარჩება ბაზარზე. მსგავსი „ქეისი“ იყო სომხეთში და იქაც ზუსტად ასე მოხდა, ბაზარზე მეორე კომპანიამ არსებობა ვეღარ გააგრძელა“.



“გედების ტბა”, დრონები და შიშველი მოცეკვავეები “BUYMA” -ს სარეკლამო რგოლში

#გამარჯობა, ლოგო არ გამიდიდო უბრალოდ გამარჯობა! ქართველი დიზაინერები TBC ბანკის კალენდარს ქმნიან