7
დეკ
2016

ვინ შექმნა BTU-ს ახალი ბრენდბუქი

7 დეკ 2016

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ,,სილიკონ ველი თბილისის” სივრცეში მდებარეობს, ბაზარზე შემოსვლისთანავე ამ უნივერსიტეტმა ყურადღება სხვადასხვა პროექტებით, დასაქმების საერთაშორისო პლატფორმის გახსნით  და ელექტრონული კვლევის ინოვაციური სტარტაპით მიიპყრო. ამჯერად, უნივერსიტეტს ახალი ბრენდბუქი აქვს, რომელიცი თავისი კრეატიული მიდგომებით, ფერთა შეხამებით, თანამედროვე ფილტრებით, ლოგოთი და სლოგანით გამოირჩევა.

BOG PLUS

ბრენდის კონცეფცია მოიცავს ბრენდის მისიას, ღირებულებებს და დაპირებას,  სლოგანიც ,,მიიღე მეტი – აირჩიე BTU’’ კონცეფციიდან გამომდინარე შემუშავდა.

სილიკონ ველი 3

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბრენდბუქი ცნობილმა დიზაინერმა და არტ დირექტორმა თახო (თარხან) მაღრაძემ შექმნა. თახო (თარხან) მაღარაძე ,,Mercedes benz Zilly”-ის ბრენდინგის ავტორია.

თახო (თარხან) მაღრაძის მიერ შემუშავებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის  ბრენდბუქის კონცეფცია გათვლილია ახლგაზრდებზე, არის თანამედროვე, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცის ტენდეციებზე დაფუძნებული, არის მეგობრული და ამავდროულად არის კონსერვატიული.  BTU-ს ბრენდბუქის კონცეფცია და სლოგანი საზოგადოებას მეტი და საუკეთესო განათლების მიღებას პირდება.

სილიკონ ველი 2

 

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საბაზრო უპირატესობა მისი სასწავლო პროგრამების განსხვავებულ მოდულშია. უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტირირება და IT ტექნოლოგიები ინტეგრირებულად ისწავლება, რაც მსოფლიოს გლობალური მოთხოვნებს პასუხობს. კერძოდ, ტექნოლოგიების ეპოქაში ბიზნესის მართვის პროცესს მნიშვნელოვნად ეფექტურს ხდის ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა და პირიქით, ტექნოლოგიური გამოგონებებისა და ინოვაციების ბაზარზე დამკვიდრებისთვის აუცილებელია ბიზნესის ადმინისტრირების სრულფასოვანი ცოდნა როგორც მენეჯმენტის, ასევე ფინანსების მიმართულებით. ამ მიდგომით მსოფლიოს უმსხვილესმა კომპანიება Googl-მა, Facebook-მა, Tesla-მ უდიდეს წარმატებას მიაღწიეს.

კერძო უმაღლეს საასწავლებლებთან შედარებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სწავლების საფასური ყველაზე დაბალია. კერძოდ, ბიზნესის ადმინისტრირება  (მენეჯმენტი) – 2250 ლარი, ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები) – 2250 ლარი, საინფორმაციო ტექნოლოგიები – 2250 ლარი. აბიტურიენტები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე, რეგისტრაციისას მიუთითებენ ,,ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს” პირველ ან/და მეორე პრიორიტეტად, მიიღებენ 15%-იან ფასდაკლებას სწავლაზე, და წლიური გადასახადი მათთვის 1870 ლარი იქნება.  უნივერსიტეტის სტუდენტები აგრეთვე შეძლებენ ისარგებლონ სახელმწიფო გრანტით სწავლის დასაფინანსებლად.

სილიკონ ველი1
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს გააჩნია საუკეთესო ინფრასტრუქტურა საქართველოში, საფეხბურთო  სტადიონი, საცურაო აუზი, ფიტნეს ცენტრი, ღვინის სასწავლო მარანი, ტირი, ეკოპარკი.

BTU-ს ბრენდბუქის კონცეფცია სწორედ სტუდენტის სურვილებს, შესაძლებლობებს და მომავლის პერსპექტივებს ასახვას.

განხილვა