მარკეტერი გთავაზობთ ფინარტგრუფის მიერ ნათარგმნ ვიდეოს, გადაღებული სპენსერ ჯონსონის წიგნის მიხედვით – სახელწოდებით” ვინ წაიღო ჩემი ყველი “. ვიდეო წარმოდგენას შეგიცვლით თქვენს ცხოვრებაზე და განსხვავებული თვალით შეგახედებთ იმ ცხოვრებისეულ და სამსახურეობრივ ცვლილებებზე, რომელიც ადამიანების ცხოვრებაში ხდება.
“კომპანია ფინარტგრუპის მიზანი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაა. გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ განვითარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხელშემშლელი ფაქტორი არის სტატუს კვო, არსებული მდგომარეობა, ანუ დღის ჩვეული რეჟიმი, კარგად ნაცნობი გზებით სიარული, გამოცდილი მეთოდებით მუშაობა, ყველაფერი ის, რასაც ვუწოდებთ კომფორტის ზონას. სპენსერ ჯონსონის წიგნი „ვინ წაიღო ჩემი ყველი“ გვაჩვენებს იმას, რომ დღევანდელ ცვალებად გარემოში უბრალოდ საშიშია კომფორტის ზონაში მუდმივი დარჩენა. გარემო იცვლება და ჩვენც უნდა შევიცვალოთ, თუ გვინდა წარმატების მიღწევა.“ – ეკატერინე კაზმარაროვა, Finartgroup- ის დამფუძნებელი.”