7
Nov
2016

“ვინ ვარ მე?!” – KIA–ს უჩვეულო დამაინტრიგებელი კამპანია

7 Nov 2016

Elit Electronics


“ვინ ვარ მე?!” – კანადის ქუჩებში უცნაური პოსტერები, ბანერები და  წარწერები გაჩნდა სარეკლამო მონიტორებზე. უჩვეულო კითხვები და კამპანიის ანონიმური ინიციატორი #TheRedCube ქუჩაში გამვლელების უმრავლესობას იზიდავდა და სერიოზულ საგონებელშიც აგდებდა. როგორც გაირკვა, დამაბნეველი და დამაინტრიგებელი კამპანიის უკან მანქანების მწარმოებელი ბრენდი KIA იდგა და მთელი ეს იდუმალება მის ახალ წითელ ავტომობილთან იყო დაკავშირებული.

გამვლელებისთვის მინიშნებების მისაცემად, ქუჩაში სხვადასხვანაირი წარწერები ჩანდა, მაგალითად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრენდის ერთ–ერთი დიზაინერი ადრე წლის მამაკაცად იყო აღიარებული, ასევე ის, რომ კანადაში KIA–ს მარკის დაახლოებით 750,000 ავტომობილია. გარდა ამისა, სარეკლამო გზავნილებში ნახსენები იყო ის ძლიერი თვისებები, რაც ბრენდს ახასიათებს – განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა, ინოვატორულობა. ბოლოს, ინტერაქტიული სარეკლამო მონიტორის საშუალებით, #TheRedCube გამჭრიახ გამვლელებს, რომლებსაც უჩვეულო კითხვაზე პასუხი ჰქონდათ, ინიციატივის გამოჩენისკენ მოუწოდებდა. შემდეგ, მონიტორზე გამვლელები ავტომობილის დეტალურ აღწერილობასა და აგებულებას ხედავდნენ. საინტერესო და ინტერაქტიული კამპანიის საშუალებით, ბრენდმა უამრავი ადამიანის ყურადღების მიპყრობა მოახერხა.

 

განხილვა