დინოზავრის ნამარხიდან დაწყებული, უზარმაზარი რომაული კოლიზეუმის მოდელით დამთავრებული, LEGO– ს ნაკრებმა დიდი გზა გაიარა. ბავშვებსა და მოზრდილებს ახლა LEGO–ს ნაწილებისგან თითქმის ყველაფერი შეუძლიათ, აშენონ.
ახლა უკვე შეგიძლიათ, ხელოვნების ცნობილი ნიმუშებიც შექმნათ. მაგალითად, უკვე შეიქმნა ცნობილი მხატვრის ცნობილი ნახატის – ვინსენტ ვან გოგის ვარსკვლავებიანი ღამის კომპლექტი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ, ნახატი 3D ფორმატში ააწყოთ.
როგორც ლეგოში ამბობენ აღნიშნული კონსტრუქცია ლეგოს და ხელოვნების მოყვარულებისთვის შეიქმნა. სანამ იდეაზე მუშაობა დაიწყებოდა, კომპანიამ 10 000-ზე მეტი ხმა დააგროვა. სწორედ მას შემდეგ დაიწყო იდეის განხორციელებაც.
სულ მალე ლეგო ამ პროდუქტს წარმოებაში ჩაუშვებს. ზუსტი თარიღისთვის კი თვალი ადევნეთ მის ვებგვერდს.