Dignity Danish Institute ადამიანის უფლებებს 20–ზე მეტ ქვეყანაში იცავს. აღმოჩნდა, რომ ისეთ განვითარებულ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, 125 000 ზე მეტი ადამიანია წამების მსხვერპლი, თუმცა პრობლემა ისაა, რომ მათ შესახებ ცოტამ თუ იცის და შესაბამისად, ცოტას თუ ანაღვლებს. ახალ კამპანიას, რომელიც ნაწამები ადამიანების მხარდასაჭერად დაიწყო, მოლაპარაკე ძვლები – “Talking bones” უწოდეს. მისი მიზანია მთელს მსოფლიოში საზოგადოების გამოცოცხლება და წამების წინააღმდეგ გააქტიურება.
ვიდეოში მოთხრობილია რამდენიმე ადამიანის ისტორია, ისმის საუბარი, ჩანს ვინილი და ფირფიტა, რომელზეც გადატანილია მათი ემოციური მონათხრობი. თავის ქალის რენტგენი, რომელიც ფირფიტაზეა გამოსახული, ალბათ, ყველაზე მეტ საიდუმლოს ინახავს. ვინილი დიდი ხანია ამოღებულია აქტიური მოხმარებიდან, მაგრამ ის მაინც გადმოგვცემს ინფორმაციას. ღირსების ინსტიტუტი არა მარტო ებრძვის წამების ფაქტებს, არამედ ეხმარება დაზარალებულებსა და მათ ოჯახებს ცხოვრების გაუმჯობესებაში. www.dignityinstitute.org