in

VINORIUM: GD Alco და Alcorium საერთაშორისო ღვინის მაღაზიების გახსნას აანონსებენ

„ვინორიუმი” – ეს არის სივრცე, რომელიც მსოფლიოში ცნობილი ტერუარებისა და მეღვინეობების შემოქმედებას გააერთიანებს.

2025 წლის 12 დეკემბერს, „გდ ალკოსა” და „ალკორიუმის” ქსელის კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში, სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთის” ახალ პრემიუმსივრცეში, მსოფლიო ღვინოების ახალი სივრცე – ვინორიუმი / Vinorium გაიხსნა.

„გდ ალკო“ ალკოჰოლური სასმელების წამყვანი დისტრიბუტორია საქართველოში.
უკვე 2 წელია, რაც მსოფლიო ღვინის კოლექცია მისთვის ერთ-ერთი სტრატეგული მიმართულება გახდა. პორტფელი მოიცავს 10-ზე მეტი ქვეყნის 150 რჩეულ ღვინოს.

გდ ალკოსა და ალკორიუმის მასშტაბურმა კოლაბორაციამ მოითხოვა ახალი, მკაფიო კონცეფცია და დასამახსოვრებელი, განსხვავებული ხასიათის სავაჭრო ნიშანი უნიკალური ვიზუალური ელემენტებით.

ვინორიუმის შექმნის ინსპირაცია იყო ღვინით გატაცებული ადამიანი, რომელიც აფასებს ღვინის კულტურას, ისტორიასა და გემოს მრავალფეროვნებას.

სახელწოდება  „ვინორიუმი” წარმოქმნილია მასში გაერთიანებული ლათინური წარმოშობის  2 სიტყვისგან:

  • Vino (Vinum), რომელიც ღვინოსთან, ვენახთან არის კავშირში.
  • Rium, რაც ნიშნავს სივრცეს, ადგილს.

გარდა ამისა, სახელი რითმულად და კონცეპტუალურად ესადაგება Vinorium by Alcorium-ს, რაც ალკორიუმის მაღაზიათა ქსელთან ასოცირდება.

„ვინორიუმის“ კოლექცია აერთიანებს მსოფლიოში ცნობილ მეღვინეობებს, გამორჩეულ რეგიონებს, ყურძნის ჯიშებსა და მეღვინეობის ტრადიციებს, ძველი სამყაროს კლასიკური მემკვიდრეობიდან ახალი სამყაროს თამამინტერპრეტაციების ჩათვლით.

ბრენდის კონცეფციასთან დაკავშირებით გვესაუბრაალკორიუმის” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ ჭავჭანიძე:

„ბრენდის კონცეფციაზე მუშაობისას ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, გამოგვეხატა ყველა ის უნიკალური ღირებულება, რომელსაც ბრენდი სთავაზობს მომხმარებელს. ვინორიუმი არის სივრცე, სადაც წარმოდგენილია პრემიუმკატეგორიის ღვინოები ცნობილი რეგიონებიდან და ისტორიული შატოებიდან. ალკორიუმის, როგორც ალკოჰოლური სასმელების მაღაზიათა ქსელის ერთ-ერთი მთავარი მიზანი – ღვინის კატეგორიის განსაკუთრებულად წარმოჩენა, იკვეთება Vinorium-ის იტერესებთანაც.

მაღაზიის კონცეფციის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ბარის სივრცეში დააგემოვნოს საუკეთესო რელიზები, მიმდინარე პერიოდის სიახლეები და მიიღოს მათ შესახებ კომპეტენტური ინფორმაცია“.

ვინორიუმის სტრატეგიისა და სტილის შესახებ საუბრობს გდ ალკოს მსოფლიო ღვინის მიმართულების ბრენდმენეჯერი ხვიჩა ჯღუთაშვილი:

„ვინორიუმის შექმნისას გავითვალისწინეთ ღვინის მსოფლიო ბაზრის ტრენდები, როგორც სტრატეგიულ, ასევე ვიზუალურ ნაწილში.

ვიზუალიც და საკომუნიკაციო ენაც მრავალფეროვნებაზე, მულტიკულტურულობასა და თანამედროვეობაზეა აგებული.

იქიდან გამომდინარე, რომ კოლექციამ უნდა გააერთიანოს მსოფლიოს ყველა ღვინის ქვეყნის ტრადიციები, მიდგომები და ხასიათი, სტილიც შესაბამისი ავირჩიეთ: გადავუხვიეთ კლასიკურ, ღვინის სამყაროში ადრე მიღებულ, კონსერვატიულ და ჩაკეტილ სტილს და შევქმენით პოზიტიური, ხელმისაწვდომი ბრენდი ღვინის მოყვარულებისა და უბრალოდ ცნობისმოყვარე ადამიანებისათვის.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ უმნიშვნელოვანესი იყო ალკორიუმთან, საქართველოში ყველაზე მსხვილ ალკოჰოლის მაღაზიათა ქსელთან კოლაბორაცია, რადგან მათი გამოცდილება საცალო ბაზარზე დაგვეხმარება, რომ პროდუქტი სწორად და ხარისხიანად მივიტანოთ საბოლოო მომხმარებლამდე“.

ქეთი შალუტაშვილი – დიზაინერი Bleech Design Studio:

„ვინორიუმის ვიზუალურ სტილზე მუშაობის დაწყებამდე, პირველ ეტაპზე ჩავატარე ღვინის მაღაზიების ბაზრის კვლევა. განვიხილე ადგილობრივი და მსოფლიო მაგალითები.
ჩემი მიზანი იყო ისეთი ვიზუალური იდენტობის შექმნა, რომელიც მხოლოდ ინფორმაციის გადაცემით არ შემოიფარგლებოდა, არამედ მომხმარებელთან ემოციურ კავშირს დაამყარებდა და მკაფიოდ წარმოაჩენდა ღვინის კულტურულ მრავალფეროვნებას. თამამი ფორმები და მკვეთრი ფერები, რომლებიც სტილის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, სწორედ ამ მრავალფეროვნებასა და სიახლეებისკენ სწრაფვას გამოხატავს“.

[პარტნიორის კონტენტი]

Redbull-მა დრონებით ცაში ტეტრისი ითამაშა

რატომ აირჩია Ferrari-მ საქართველო: ინტერვიუ ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენლებთან