in

VINO&VINO-ს პირველი ღვინის მაღაზია საქართველოში

„ზუსტად ერთი წლის წინ, ყაზბეგის 31 ღვინის მოყვარულებისთვის მყუდრო, საინტერესო და სასიამოვნო გარემომ მოიცვა – საერთაშორისო კომპანია VINO&VINO-მ საქართველოში ღვინის პირველი მაღაზია გახსნა“.

bog
bog-mob

VINO&VINO საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში 30-მდე კონცეპტუალური ღვინის ბუტიკსა და მაღაზიას აერთიანებს. ამ ქალაქებს შორისაა თბილისიც, რომლისთვისაც, წამყვანი სომელიეებისა და ღვინის ექსპერტების დახმარებით, უნიკალური კოლექცია შეიქმნა.

„ძველი, კლასიკური სამყაროს ღვინოებს ახალი სამყაროს ეგზოტიკური გემოები ენაცვლება, ეს ყველაფერი კი, ცხადია, ტრადიციული ტექნიკით დაყენებული ქართული ღვინის კოლექციითაა შევსებული. ქართული კოლექცია განსხვავებული, საინტერესო და კონცეპტუალური გამოვიდა.”

გარდა ამისა, თბილისურ კოლექციაში აუცილებლად შეხვდებით განსხვავებულ და ეგზოტიკურ, ცოცხალ და ხასიათიან გემოებს ახალი ზელანდიიდან, ავსტრალიიდან, არგენტინიდან, ჩილედან, სამხრეთ აფრიკიდან და აშშ-დან. მათ შორის, აღსანიშნავია ის ფაქტიც, თუ რა მნიშვნელობის მატარებელია ახალი ზელანდიის ლეგენდარული რეგიონი, მალბორო, რომელიც დღესდღეობით, მსოფლიოს ეგზოტიკურ სასმელებს სთავაზობს. მართალია, მე-19 საუკუნეში ევროპელი მოგზაურების მიერ ჩატანილ ვაზის ნერგებს მოსახლეობა სკეპტიკურად შეხვდა, თუმცა დღეს ზელანდიური ღვინო საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს. უფრო მეტიც, ღვინის კულტურა წარმოუდგენელია ლეგენდარული რეგიონის, მალბოროს გარეშე, რომელიც მსოფლიოს ეგზოტიკურ სასმელს სთავაზობს.

VINO&VINO-ს ღვინის მაღაზიაში განსაკუთრებულ სივრცესაც აღმოჩენთ – ესაა რეზერვების ოთახი, სადაც პრემიუმ-ღვინოები ინახება. საფრანგეთის შატო დისკოს, შატო მარგოსა და მსოფლიოში ცნობილი მეღვინეების გაიას ოჯახის ღვინოების შესახებ მაღაზიის პროფესიონალი სომელიეები უფრო დეტალურად მოგითხრობენ. VINO&VINO-ში ცნობილი ავსტრიელი ქალი მეღვინის, ელენა ვოლხის სრული კოლექციაა წარმოდგენილი, რომელიც ბოლო 30 წელია, რაც იტალიაში ცხოვრობს და მეღვინეობითაა დაკავებული.

უნდა აღინიშნოს, რომ უცხოურ ღვინოებთან ერთად, VINO&VINO-ს კოლექციაში საკმაოდ დიდი ადგილი ქართულ ტრადიციულ მეღვინეობას უჭირავს. ღვინის ექსპერტებმა საუკეთესო ქართული ღვინოები და ცქრიალა ღვინოები მთელი საქართველოდან შეაგროვეს. განსაკუთრებული პოპულარობით აქ მცირე საოჯახო მარნებიდან წარმოდგენილი კოლექციები სარგებლობს, რადგან VINO&VINO მხარს უჭერს ადგილობრივი მეღვინეობის განვითარებას და მაღაზიაში წარმოდგენილ ქართული ღვინის კოლექციას მომხმარებელს ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს.

ასევე მნიშვნელოვანია ისიც, თუ რას აერთიანებს დღეს ტერმინი VINO&VINO – პროფესიონალი სომელიეები მასში ევროპულ ღვინოებს გულისხმობენ, რომლებიც მსოფლიოში, ისტორიულად და კლასიკური გაგებით, ღვინის მწარმოებელ ქვეყნებში მზადდება, ესენია: საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ავსტრია და გერმანია. ფრანგული ღვინოებიდან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბორდოს რეგიონში დაყენებულ ღვინოს. აქ წარმოდგენილია როგორც ძირითადი აპელასიები, ისე – მცირე შატოებში დაყენებული ღვინოები. რაც შეეხება იტალიურ კოლექციას, ის მოიცავს იტალიის ძირითად მიკროზონებსა და რეგიონებს – დასავლეთიდან სიცილიამდე. ესპანური ღვინოებიდან კი შეხვდებით რიოხას, ნავარას და რიბელა დელ ტუეროს რეგიონების როგორც ცნობილ, ისე – მცირე მარნების ღვინოებს. რაც შეეხება ცქრიალა ღვინოებს, მაღაზიის უნიკალურ კოლექციაში შეხვდებით პროსეკოს და კარტიცეს ცქრიალა ღვინოებს, ასევე -არაჩვეულებრივ კოლექციას ელზას რეგიონიდან.

და თუ სტატიის ბოლოს თავი ღვინის ბოკალით ხელში, წინასაახალწლოდ აციმციმებული ღამის ქალაქის ფონზე წარმოიდგინეთ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს:

VINO&VINO-ში, საახალწლო, 20%-იანი ფასდაკლება შერჩეულ კოლექციაზე 17 დეკემბრიდან დაიწყება, ღვინის ექსპერტები კი სიამოვნებით მოგიწყობენ დეგუსტაციას და ღვინის გემოვნურ თვისებებსა თუ ხასიათზეც მოგიყვებიან.

პარტნიორის კონტენტი 

Mult – აპლიკაცია შოპინგისთვის 

TIME-მა გრეტა ტუნბერგი წლის ადამიანად დაასახელა