in

რატომ არის კვლავ პოპულარული ვინტაჟური აუდიო მოწყობილობები?

მუსიკის მოყვარულებში იზრდება ძველი ტექნიკისა და კასეტებზე მუსიკისადმი ინტერესი, რასაც თან სდევს ნოსტალგია და გარემოსადმი პასუხისმგებლობის შეგრძნება. ადამიანებს სურთ ხარისხიანი, მტკიცე და ემოციური კავშირით აღსავსე მუსიკალური გამოცდილება, რაც თანამედროვე ციფრულ მოწყობილობებში არ ეგულებათ.

Mars Tapes, მანჩესტერში მდებარე პატარა მუსიკალური მაღაზია, ამით უნიკალურია – აქ მხოლოდ კასეტებზე გამოდებული მუსიკა იყიდება. ის ერთადერთი ასეთი მაღაზიაა დიდ ბრიტანეთის ბაზარზე. მაღაზიის თანადამფუძნებელი ალექს თადროსი ამბობს, რომ ბიზნესი წარმატებით ვითარდება. მაგალითად, „Oasis-ის ტურნეს გამოცხადებისთანავე, მათი ალბომების კასეტები მთლიანად გაიყიდა.

მაღაზიის პოპულარული პროდუქციაა 80-იანი წლების ჰიტების კასეტები, მათ შორის კეით ბუშის მუსიკა, რომლის პოპულარობაც Netflix-ის სერიალმა Stranger Things კიდევ უფრო გააძლიერა. მომხმარებლებს შორის 20-30 წლის ახალგაზრდები ჭარბობენ, მაგრამ ასევე ბევრი მოზარდი სტუმრობს მშობლებთან ერთად.

Mars Tapes-ში წარმატებით იყიდება ბრენდირებული ფლეიერები, რაც მომხმარებლებს კასეტების სამყაროში პირველ ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება. ეს ტრენდი ასახავს ზოგად ტენდენციას – ძველი მუსიკალური მოწყობილობების შეკეთებისა და გამოყენების სურვილს. 2020-2024 წლებში „CD ფლეიერის შეკეთების“ ძიება Google-შუ 23%-ით გაიზარდა, ხოლო ქივორდის „აუდიო მოწყობილობების შეკეთება“ – 91%-ით.

რეტრო ტექნიკის ბუმი და ნოსტალგია

SEMRush-ის მონაცემებით, ძველი ტექნიკის შეკეთების ბაზარი 2033 წლისთვის გაორმაგდება, რაც მომხმარებლების ნოსტალგიური მიდრეკილებებითაა განპირობებული. ადამიანები, როგორიცაა მარკ მაჰერი, უკვე სრულ განაკვეთზე მუშაობენ ძველი ტექნიკის აღდგენაზე. მომხმარებლებს შორის პოპულარულია Sony Walkman-ები და ვინილის ფირსაკრავები, რაც ადასტურებს, რომ ძველი მოწყობილობები უფრო მტკიცე და გამძლეა თანამედროვე ტექნიკასთან შედარებით.

შეკეთება და წრიული ეკონომიკა

ტექნიკის შეკეთება ხელს უწყობს წრიული ეკონომიკის განვითარებას, სადაც ნივთები მაქსიმალურად დიდხანს რჩება გამოყენებაში. ამ ტენდენციას ემოციური ასპექტიც ამძაფრებს. მარკ ჰამონდის მსგავსად, რომელმაც ცოლის 60-იანი წლების ვინილის ფირსაკრავი აღადგინა, ძველი ნივთების „გაცოცხლება“ განსაკუთრებულ მოგონებებს აცოცხლებს და ადამიანებს უფრო ღრმა კავშირს აძლევს მათ ისტორიასთან.

წყარო: bbc

რას ნიშნავს დაბინძურება და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას?

უსაფრთხოების ნორმები აქციაზე! რა უნდა გაითვალისწინოთ