in

ვინტაჟური მოდისა და ვეგანიზმის პოპულარიზაცია Oatly-ს კამპანიის ფარგლებში

Oatly-ის კამპანიის „Drip dry high“-ის მიხედვით, იდეალური მოცემულობაა, როცა გაცვიათ საყვარელი ტანსაცმელი, ჭამთ მეტ მცენარეულ საკვებს და ზრუნავთ პლანეტაზე.

„Drip dry high“ გვიჩვენებს რძის პროდუქტების ალტერნატიულ საქონელს: შეზღუდული გამოშვების ვინტაჟურ საწვიმარ ქურთუკებს, რომლებიც 10-მა მხატვარმა გარდაქმნა პლანეტისა და მცენარეებისთვის შესაფერისი დიზაინით. ასევე, აქ არის ReRuns-ის, Oatly-ის არსებული პროგრამის დახმარებით შექმნილი ქურთუკები — ეს უკანასკნელი ვინტაჟურ ტანსაცმელს უნიკალურ მოდელებად აქცევს.

კამპანიიდან მიღებული შემოსავალი კი სრულად გადაეცემა Lower East Side-ის გოგონების კლუბს, არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც მცენარეებზე დაფუძნებულ კვებას და ა გარემოსდაცვითი სამართლიანობის განათლებას უზრუნველყოფს.

„ყოველი შეზღუდული გამოცემის ReRuns კოლექციისთვის, მათ შორის ამ კოლექციისთვის, ტანსაცმელს დამოუკიდებელი ვინტაჟის მოყვარული საცალო ვაჭრობიდან, მაღაზიებიდან და კოლექციონერებიდან ვიღებთ. ამასთან, ამ გამოცემებისთვის 10 ხელოვანთან ვთანამშრომლობთ, რათა თითოეული სამოსი უნიკალურ ნაჭრად გარდაქმნას და უკეთესი გზავნილები გაავრცელოს მსოფლიოს მასშტაბით“, — ამბობს რენე შაჰი, Oatly-ს კრეატიული დირექტორი.

მიუხედავად იმისა, რომ ReRuns პოპულარობით სარგებლობს Oatly-ის თაყვანისმცემლებთან, ბრენდი მიზნად ისახავს, ეს კამპანია მომხმარებელთა ბაზის გასაფართოვებლად და მცენარეებზე დაფუძნებული საკვების პოპულარიზაციისთვის. „ეს საყვარელი სამოსი ხელს უწყობს მცენარეებზე დაფუძნებულ იდეებს და ჩვენ გვჯერა, რომ მცენარეებზე დაფუძნებულ კვების სისტემაზე გადასვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი პლანეტის გადარჩენისთვის“. 

ოროზმანში 1,8 მილიონი წლით დათარიღებული კბილი აღმოაჩინეს — მსოფლიო ამაზე საუბრობს

დიჯიტალ ტვ-იმ აბონენტებისთვის მომსახურება კიდევ უფრო გაამარტივა